იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერების და ტექნოლოგიის სამინისტრო იაპონიის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი სტუდენტებისთვის და მკვლევარებისთვის აცხადებს სტიპენდიას 2023 წლის იაპონიის მთავრობის (MEXT) სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში.
მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ წარმოადგინონ სააპლიკაციო დოკუმენტები საქართველოში იაპონიის საელჩოში 2022 წელი, 24 ივნისი.
* კონსულტაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ იაპონიის საელჩოს კულტურის განყოფილებას:
ტელ: +995-32-2752111
ელ-ფოსტა: culture@tb.mofa.go.jp
პროგრამის გაიდლაინების და სააპლიკაციო ფორმების ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ვებ-გვერდებიდან:
საბაკალავრო პროგრამა: https://www.studyinjapan.go.jp/en/smap_stopj-applications_undergraduate.html
მკვლევარის პროგრამა: https://www.studyinjapan.go.jp/en/smap_stopj-applications_research.html
მონაწილეობის მსურველებს მოეთხოვებათ პროგრამის გაიდლაინების ყურადღებით გაცნობა. არასაკმარისი დუკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, აპლიკაცია შეიძლება იყოს უარყოფილი.
პირველადი განხილვის შედეგად, შემდეგ ეტაპზე გადასულ აპლიკანტებს საელჩო შეატყობინებს წერითი გამოცდის თარიღს და ადგილს. გამოცდის საგნები მითითებულია პროგრამის გაიდლაინებში. საელჩო გასაუბრებაზე მოიწვევს წერით გამოცდაში წარმატებულ აპლიკანტებს.
დამათებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.