სასტიპენდიო პროგრამები პოლონეთში

ლეინ კირკლენდის ფონდი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სხვადასხვა დარგის სპეციალისტებსა და მკვლევრებს სთავაზობს სრულად დაფინანსებულ კვლევით/სასწავლო ვიზიტებს პოლონეთის წამყვან უნივერსიტეტებში.

 

ფონდი აცხადებს მიღებას 2025-2026 სასწავლო წლისათვის შემდეგ სასტიპენდიო პროგრამებზე:

კირკლენდის კვლევითი პროგრამა – პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ 45 წლამდე მკვლევრებს, რომლებიც ფლობენ დოქტორის ხარისხს და უკავიათ აკადემიური პოზიცია; კანდიდატს უნდა ჰქონდეს კვლევის მინიმუმ 4-წლიანი გამოცდილება.

პროგრამით ფინანსდება ერთსემესტრიანი კვლევითი ვიზიტი პოლონეთის კვლევით ცენტრებში. გრანტი ითვალისწინებს როგორც სამგზავრო, საცხოვრებელ და სადაზღვევო ხარჯებს, ისე ყოველთვიურ სტიპენდიას.

 

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წელი, 1 მარტი.

 

ლეინ კირკლენდის სტიპენდია – პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ხარისხის მქონე სხვადასხვა დარგის ექსპერტებს 40-წლამდე მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილებით.
პროგრამა მოიცავს ორი სემესტრის ხანგრძლივობის სასწავლო ვიზიტს პოლონეთის ოთხი აკადემიური ცენტრიდან ერთ-ერთში (ვარშავა, კრაკოვი, ვროცლავი, ლუბლინი) და მინიმუმ ორკვირიან პროფესიულ სტაჟირებას საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებში. გრანტი ითვალისწინებს როგორც სამგზავრო, საცხოვრებელი და სადაზღვევო ხარჯების ანაზღაურებას, ისე ყოველთვიურ სტიპენდიას.

 

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.

 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წელი, 1 მარტი.

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 

კითხვების შემთხვევაში მიმართეთ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამების კოორდინატორებს მეილზე: kirkland@kirkland.edu.pl

წყარო: ილიაუნი