სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობა 2021/2022 სასწავლო წლისათვის საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოყოფს ორ სტიპენდიას საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე. სტიპენდია სრულად ფარავს სწავლის, ცხოვრების და მგზავრობის ხარჯებს.
სტიპენდიები გაიცემა შემდეგ მიმართულებებზე:
– ეკონომიკა და მენეჯმენტი
– ეკოლოგია და გარემოსდაცვა
– ვეტერინარია
– ზოგადი მედიცინა
– სტომატოლოგია
– ფარმაკოლოგია
– ჯანდაცვა
– საექთნო საქმიანობა
მსურველებმა აპლიკაცია უნდა შეავსონ შემდეგ ვებ-გვერდზე: www.vladnestipendia.sk
კანდიდატების ონლაინ რეჟიმში წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 25 მაისი.
დამატებითი ინფორმაცია სტიპენდიების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე:
http://www.minedu.sk/scholarships-of-the-government-of-the-slovak-republic/