სასტიპენდიო პროგრამები ჩინეთში

ჩინეთის საერთაშორისო გაცვლით სასტიპენდიო  პროგრამაზე მირება დაიწყო.

 

საქართველოს ყველა მოქალაქეს ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელს, აქვს თანაბარი უფლება ისარგებლოს სასტიპენდიო პროგრამით, ამავე პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკურ ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა, ქონებრივი მდგომარეობისა, დაბადების ადგილისა ან სხვა ნიშნისა.

 

პროგრამა ითვალისწინებს საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო, ასევე უფროს მეცნიერ-თანამშრომელთა პროგრამებზე სწავლის დაფინანსებას.

კერძოდ:

 

-საბაკალავრო პროგრამა საშუალო სკოლის კურსდამთავრებულთათვის (25 წლამდე ასაკის პირთათვის);
-სამაგისტრო პროგრამა ბაკალავრის საფეხურის კურსდამთავრებულთათვის (35 წლამდე ასაკის პირთათვის);
-სადოქტორო პროგრამა მაგისტრის საფეხურის კურსდამთავრებულთათვის (40 და ნაკლები წლის ასაკის პირთათვის);
-უფროს მეცნიერ-თანამშრომელთა პროგრამა, მაგისტრის ხარისხის მქონე ან ასოცირებული პროფესორის (ან უფრო მაღალი) სტატუსის მქონე პირთათვის (50 წლამდე ასაკის პირთათვის);
-აღნიშნულ პროგრამებზე სწავლა ასევე შესაძლებელია ჩინურ ენაზე, თუ ფლობთ ჩინური ენის HSK Level 3 და HSK Level 4-ის დონეს.

 

 

მსურველებმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: http://www.csc.edu.cn/studyinchina ან http://campuschina.org, ატვირთონ ყველა მოთხოვნილი საბუთი და დანართში მითითებული დოკუმენტაცია ასლის სახით წარმოადგინონ ცენტრის საკონტაქტო მეილზე info-iec@iec.gov.ge;

 

 

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 13 იანვრის ჩათვლით.

 

საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ სწორად და სრულყოფილად შევსებული განაცხადი.

წარმოსადგენი დოკუმენტების და პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.