როგორ ვისწავლო უფასოდ მსოფლიოს წამყვან უნივერსტეტებში
განათლების საერთაშორისო ცენტრმა, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, 2021-2022 სასწავლო წლისათვის სასტიპენდიო პროგრამები გამოაცხადა:
• საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები
• საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები
• საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები
• საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა
პროგრამები ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას. სასტიპენდიო პროგრამები არის კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა სწავლა გააგრძელონ და აკადემიური ხარისხი მოიპოვონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში.
ყოველწლიურად სასტიპენდიო პროგრამებით განათლების საერთაშორისო ცენტრი დაახლოებით 200-მდე სტუდენტს აფინანსებს.
ექვსივე პროგრამის ელექტრონული განაცხადების მიღება ცენტრის ვებგვერდზე – www.iec.gov.ge
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 5 აპრილი, 2021 წელი
პროგრამით დაინტერესებულ კონკურსანტებთან პერიოდულად გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები. კონსულტაციის გავლა შესაძლებელია ელექტრონული რესურსებითაც, ცენტრის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში ან პროგრამული სამსახურის ელფოსტის: info-iec@iec.gov.ge მეშვეობით.