სასტიპენდიო პროგრამები პოლონეთში

ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრი აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა მეცნიერთა სასტიპენდიო პროგრამაზე 2022/23 სასწავლო წლისთვის.

 

✔️ გსურთ კვლევითი პროექტის განხორციელება სამეცნიერო სტაჟირების ფარგლებში?
✔️ 35 წლამდე ხართ და უმაღლესი განათლება გაქვთ?
✔️ ისე საუბრობთ პოლონურად, რომ თქვენი ინტერესის სფეროს შესახებ ჩატარებული ლექციები გაიგოთ?
მაშინ ეს სტიპენდია თქვენთვისაა!
 
სტაჟირებისა და ენის კურსის საერთო ხანგრძლივობაა 10 თვე.
 
სტიპენდიის ოდენობა არის 1,500 PLN (1130 ლარი) და გაიცემა მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც სტაჟირების პერიოდში პოლონეთში იმყოფებიან და პარალელურად არ ფლობენ სხვა გრანტს.
 
 საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 1 მარტი.
 
დეტალური ინფორმაცია:
 
 https://studium.uw.edu.pl/…/Program-Stypendialny…
 
განაცხადის ფორმა:
https://studium.uw.edu.pl/…/programy-stypendialne-otwarte/