სასტიპენდიო პროგრამები ესტონეთში

გამოცხადდა კონკურსი ესტონეთის ეროვნულ სასტიპენდიო პროგრამაზე მისაღებად სტუდენტებისთვის, მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალისთვის.

 

საზაფხულო კურსები სტუდენტებისთვის

 

სტიპენდიის ფარგლებში ანაზღაურდება მოკლევადიანი კურსის საფასური (500 ევრომდე), ხოლო საცხოვრებელი ხარჯებისათვის უზრუნველყოფილია დღეში 25 ევროს ოდენობის სტიპენდია.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს;

-კურსების ხანგრძლივობა: 1-4 კვირა;
განაცხადების მიღების პერიოდი: 1 მაისი, 2022 წელი

გრანტი მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალისთვის

თუკი ვიზიტი მოიცავს 10 დღემდე პერიოდს, სტიპენდია შეადგენს დღეში 45 ევროს; იმ შემთხვევაში, თუ ვიზიტის ხანგრძლივობა 10 დღეზე მეტია, სტიპენდია შეადგენს თვეში 660 ევროს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მკვლევრებს და აკადემიურ პერსონალს;

-ვიზიტის ხანგრძლივობა უნდა მოიცავდეს მაქსიმუმ 10 თვემდე პერიოდს;

განაცხადების მიღების პერიოდი: 1 მაისი, 2022 წელი

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს:

სასტიპენდიო პროგრამის კოორდინატორი: Ms Liis Uulman (+372 6999 395)  liis.uulman@archimedes.ee

წყარო: ილიაუნი