შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდი და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური აცხადებენ სასტიპენდიო პროგრამის 2021 წლის საგრანტო კონკურსს – „RUSTAVELI-DAAD“.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას შემდეგი სუბიექტებისთვის:
ა) ახალგაზრდა მეცნიერებისთვის (საქართველოს მოქალაქე, რომლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წლისა)
სტიპენდიის ხანგრძლივობა: 4-დან 6 თვემდე.
ბ) დოქტორანტებისთვის
სტიპენდიის ხანგრძლივობა: 3 თვიანი ვიზიტი.
გ) ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებისთვის
სტიპენდიის ხანგრძლივობა: 6 თვიანი ვიზიტი.
სტაჟირება უნდა განხორციელდეს 2021 წლის 1 ივნისიდან 30 ნოემბრამდე პერიოდში.
საგრანტო კონკურსი მოიცავს DAAD-ის კლასიფიკატორის შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს:
ა) ენები და კულტურის კვლევები;
ბ) სამართალი, ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები;
გ) მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
დ) მედიცინა;
ე) ვეტერინარული მედიცინა, მეტყევეობა, ეკოლოგია, აგრარული და კვების მეცნიერებები;
ვ) ინჟინერია;
ზ) ხელოვნების, მუსიკისა და სპორტის მეცნიერებები;
პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, კონკურსში აპლიკაციების წარდგენა შესაძლებელია სარეკომენდაციო წერილის წარმოდგენის გარეშე;
ფონდის კანცელარიაში უნდა ჩაბარდეს:
ა) კვლევითი პროექტი ქართულ ენაზე;
ბ) პროექტის ბიუჯეტი ქართულ ენაზე (დანართი 2);
გ) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 3).
DAAD-ს ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციის ბოლო ვადა: ელექტრონული რეგისტრაცია ხორციელდება DAAD ის ელექტრონულ სისტემაში;
ფონდის კანცელარიაში განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 14 აპრილი, 17:00 სთ.
კონკურსთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.