სასტიპენდიო პროგრამა პოლონეთში საერთაშორისო მკვლევრებისთვის

“Polish-American Freedom” ფონდი და  “Leaders  Of  Change” ფონდი აცხადებენ კონკურსს 2021-2022 წლისათვის კვლევითი სტიპენდიის მოსაპოვებლად. სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ორი სემესტრის განმავლობაში სწავლასა და კვლევას ხუთი პოლონური აკადემიური ცენტრიდან ერთ-ერთში (ვარშავა, კრაკოვი, ვროცლავი, პოზნანი, ლუბლინი) და მინიმუმ ორკვირიან პროფესიულ სტაჟირებას საჯარო, კერძო და არსამთავრობო ორგანიზაციებში. სტიპენდია ფარავს ცხოვრების  და მგზავრობის ხარჯებს. ასევე გამარჯვებულები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას.

 

პროგრამით სარგლებლობა შეუძლიათ 40-წლამდე აკადემიური წრის წარმომადგენლებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, პოლიტიკოსებს, საჯარო მოხელეებს, მეწარმეებს, მენეჯერებს, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო ინსტიტუტებისა და მედიის წარმომადგენლებს, რომელთაც აქვთ მაგისტრის ხარისხი და მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება.

 

სტიპენდია გაიცემა შემდეგ სფეროებში:

 

– ეკონომიკა და მენეჯმენტი
– ადმინისტრაცია / მენეჯმენტი (მაგ. ბიზნესი, არასამთავრობო ორგანიზაციები, კულტურა, გარემოს დაცვა და ჯანდაცვა,განათლება)
– სოციალური მეცნიერებები (სოციალური ფსიქოლოგია, სოციოლოგია)
– პოლიტოლოგია და საერთაშორისო ურთიერთობები
– გარემოს დაცვა
– უსაფრთხოების საკითხები
– კრიზისების მართვა
– განვითარების პოლიტიკა და ჰუმანიტარული დახმარება

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 1 მარტი

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე იხილეთ მიმაგრებული ფაილი