სასტიპენდიო პროგრამა მწერლებისთვის

მწერალთა სახლი, კონრად ადენაუერის ფონდის ხელშეწყობით აცხადებს კონკურსს ორკვირიანი სარეზიდენციო პროგრამის, „დრო, დრო აღნიშნე!“ სტიპენდიის მოსაპოვებლად.

 

სარეზიდენციო პროგრამის მიზანია ხელი შევუწყოთ მწერლებსა და პუბლიცისტებს, აღწერონ დღევანდელობა, ის პრობლემები და სირთულეები, რომელთა წინაშე დღეს ქართული საზოგადოება დგას და ეძიონ გზები არსებული დაპირისპირების შესამცირებლად.

 

კონკურსში გამარჯვებული კანდიდატები 2021 წლის 25 ოქტომბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, ორი კვირის მანძილზე იცხოვრებენ თბილისში, მწერალთა სახლის რეზიდენციაში და იმუშავებენ ტექსტებზე.

 

საკონკურსო განაცხადებს შეარჩევს მწერალთა სახლთან არსებული სამეთვალყურეო საბჭო კონკურსის პირობების და მოთხოვნების გათვალისწინებით.

 

კონკურსის საფუძველზე შეირჩევა 5 აპლიკანტი. სარეზიდენციო პროგრამა გულისხმობს:

• მწერალთა რეზიდენციაში ცხოვრებას;
• კვებას;
• სტიპენდიას (1000 ლარი თითოეულ მონაწილეზე გაიცემა პროგრამის დასრულების შემდგომ).

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მწერლებს, მთარგმნელებს და პუბლიცისტებს. კონკურსანტებმა პროგრამის განმავლობაში უნდა დაწერონ 2000-4000 სიტყვიანი სტატია შემდეგ საკითხებზე:
 
• საქართველო მოდერნიზმსა და ტრადიციულ ღირებულებებს შორის;
• მართლმადიდებლობა და დღევანდელი ქართული სახელმწიფო;
• ქალთა უფლებები;
• ჰომოფობია, როგორც საფრთხე მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის;
• სასიცოცხლო გარემო და ეკოლოგია;
• ქართული ენა და მისი მომავალი;
• ეროვნული უმცირესობების ინტეგრაცია.

 
სტატიები გამოქვეყნდება ჟურნალ „არილის“ ვებგვერდზე http://arilimag.ge/

 
მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
მოკლე ბიოგრაფია / CV;
განაცხადის ფორმა;
სტატიის იდეა (200-300 სიტყვა).

 

კანდიდატებმა ელექტრონული განაცხადის ფორმა და საბუთები/დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: residency@writershouse.ge
 
გთხოვთ, საბუთები მოგვაწოდოთ ცალ-ცალკე დოკუმენტებად (.doc, .docx ან .pdf ფორმატში). ყველა დოკუმენტს დაარქვით შესაბამისი სახელი, სათაურში მიუთითეთ ,,სარეზიდენციო პროგრამა“.
 
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 15 ოქტომბერი.
 
კონკურსის შედეგები გეცნობებათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით არაუგვიანეს 2021 წლის 20 ოქტომბრისა.