2018 წლის ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციას COTEC – ს შორის გაფორმებული სამოქმედო შეთანხმება ფარგლებში მეოთხედ ცხადდება კონკურსი “STEM Study Visit to Italy”.
კანდიდატები უნდა წარმოადგენდნენ შემდეგ სფეროებს: ხელოვნური ინტელექტი, საინფორმაციო ტექნოლოგია, მწვანე ეკონომიკა, ე.წ „Blue Growth”, კულტურული და კრეატიული ინდუსტირები, მონაცემთა მეცნიერება, ტექნოლოგიების გადაცემა.
გამარჯვებული ორი კანდიდატი სამთვიან უფასო სასწავლო ვიზიტს გაივლის კამპანიის რეგიონის ერთ-ერთ წამყვან ინოვაციების ცენტრსა და საერთაშორისო აქსელერატორში.
კანდიდატებს შორის საუკეთესო სტარტაპს შეარჩევს სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი კომიტეტი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება თბილისში იტალიის საელჩოს, COTEC – ისა და GITA – ს წარმომადგენლების მიერ.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 17 აპრილი.
სასწავლო ვიზიტის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: shorturl.at/xELOV