რომის საპიენცის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სტიპენდიის მოსაპოვებლად ერაზმუს მუნდუსის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე ფიზიკის მიმართულებით.
სტიპენდიის რაოდენობა: 20 (თვეში 1400 ევრო 2 წლის განმავლობაში)
The QUARMEN (QUAntum Research Master-level Education Network) სამაგისტრო პროგრამა ორიენტირებულია კვანტურ მეცნიერებასა და ტექნოლოგიაზე. პროგრამა ისწავლება 4 უნივერსიტეტის საერთაშორისო კონსორციუმის მიერ, ესენია: პარიზის საკლეის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), რომის საპიენცის უნივერსიტეტი (იტალია), პორტოს უნივერსიტეტი (პორტუგალია) და ტორონტოს უნივერსიტეტი (კანადა).
პროგრამის სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, მოინახულონ ოთხი ქვეყანა და კვლევითი ინსტიტუტები, მოამზადონ სამაგისტრო ნაშრომი საუკეთესო კვლევით ცენტრებში, დაამყარონ კავშირები კვანტური ტექნოლოგიების კომპანიებთან და პროექტების მართვისა და მეწარმეობის განხრით უნარების გასაღრმავებლად მონაწილეობა მიიღონ ტრენინგებში.
განაცხადის წარადგენის ბოლო ვადაა: 2022 წლის 3 აპრილი
სააპლიკაციო ფორმა და დამატებითი ინფრომაცია იხილეთ ბმულზე: https://inception.universite-paris-saclay.fr/en/
წყარო: ილაუნი