სამაგისტრო სტიპენდიები ამერიკაში სრული დაფინანსებით

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს კონკურსს ფულბრაიტის სტიპენდიაზე. სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამზე სწავლის სრულ დაფინანსებას ყველა აკადემიური მიმართულებით.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

-განმცხადებლები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელები აფხაზეთიდან (საქართველო) ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან (საქართველო);
-განმცხადებლებს უნდა ჰქონდეთ დასრულებული საბაკალავრო ან ექვივალენტური სწავლების საფეხური;
-განმცხადებლები უნდა ფლობდნენ ზეპირ და წერით ინგლისურს იმ დონეზე, რომელიც მათ საშუალებას მისცემს ისწავლონ ა.შ.შ-ში სამაგისტრო პროგრამაზე;
-განმცხადებლები უნდა აკმაყოფილებნენ J-1 ვიზის მოთხოვნებს, მათ შორის, სტიპენდიანტი უნდა დაბრუნდეს საქართველოში მინიმუმ 2 წლით სწავლის დასრულების შემდეგ;
-განმცხადებელმა დამაკმაყოფილებლად უნდა გაიარონ სამედიცინო შემოწმება;

სტუდენტებს, რომლებიც უკვე სწავლობენ ა.შ.შ-ის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე, არ შეუძლიათ გააკეთონ განაცხადი;
მწვანე ბარათის, ა.შ.შ.-ის ორმაგი მოქალაქეობის მფლობელებს ან სხვა პირებს, რომლებსაც სხვა გზით სურთ ა.შ.შ-ში მუდმივი საცხოვრებლის მოპოვება, არ შეუძლიათ განაცხადის გაკეთება.

 

განცხადების პროცესი:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ონლაინ სააპლიკაციო სისტემის მეშვეობით უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი და ატვირთონ შემდეგი დოკუმენტები:

 

-3 სარეკომენდაციო წერილი პროფესორებისგან ან დამსაქმებლისგან;
-ოფიციალური ნიშნების ფურცელი სკოლის შემდგომი ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (ინგლისურად თარგმნილი);
-დიპლომი;
-CV (მაქს. 4 გვერდი).

დამატებითი მოთხოვნები:

 

განმცხადებლებს სოციალურ მეცნიერებებში, ჟურნალისტიკაში და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში შეუძლიათ დამატებით წარმოადგინონ კვლევა, დაბეჭდილი სტატია ან სხვა ნაშრომი, თუ მათ მიაჩნიათ, რომ ეს გააძლიერებს მათ განაცხადს;
განმცხადებლებმა სახვით და საშემსრულებლო ხელოვნების სფეროებში უნდა წარმოადგინონ სადემონსტრაციო ნაშრომი – მხატვრული ნამუშევრების პორტფოლიო, ვიდეო კლიპი, ფილმი, მუსიკალური ნაწარმოების აუდიო ჩანაწერი და ა.შ.;
განმცხადებლებს, რომლებიც წარადგენენ განაცხადს საშემსრულებლო ხელოვნებაში, შეიძლება ჩაუტარდეთ მოსმენა.

შერჩევის პროცესი:

1 ფაზა – აგვისტო: საკვალიფიკაციო და ფორმალური მოთხოვნების შემოწმება – მოცემულ ეტაპზე ფასდება, თუ რამდენად აკმაყოფილებენ წარმოდგენილი განაცხადები საკვალიფიკაციო და ფორმალურ მოთხოვნებს. განმცხადებლები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო და/ან ფორმალურ მოთხოვნებს, არ გადადიან შერჩევის მეორე ეტაპზე
2 ფაზა – სექტემბერი: განცხადებების შინაარსობრივი შემოწმება – ამ ეტაპზე ხდება განცხადებების შინაარსობრივი შემოწმება, რომლის შედეგადაც ხდება გასაუბრების ეტაპზე დასაშვები პირების გამოვლენა
3 ფაზა – სექტემბერი/ოქტომბერი: გასაუბრება – ამ ეტაპზე ხდება შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება და ნახევარფინალისტების გამოვლენა. გასაუბრება ჩატარდება ა.შ.შ.-ის საელჩოში.

 

შერჩევის ყველა ფაზა ჩატარდება ორეროვნული შესარჩევი კომისიის მიერ, რომელსაც აყალიბებს ა.შ.შ.-ის საელჩო საქართველოში და რომელიც შედგება საელჩოს, სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის, ფულბრაიტის ყოფილი სტიპენდიანტებისგან და სპონსორებისგან (საერთაშორისო განათლების ცენტრი, საქართველოს ბანკი და Georgia Capital).

 

ოქტომბერში ნახევარფინალისტებს მოეთხოვებათ ჩააბარონ შემდეგი სტანდარტული ტესტები:

TOEFL – IBT მინიმუმ 80 ქულა; PBT მინიმუმ 550 ქულა. რეკომენდირებულია IBT 100 ქულა (PBT 600 ქულა) ყველა სფეროში. სამართალში მინიმალური მოთხოვნაა IBT 100 ქულა;
GRE – სავალდებულაო ყველა სფეროში, გარდა სამართლისა;
GMAT – სავალდებულოა ბიზნესის ადმინისტრირებისთვის სფეროსთვის;

 

განათლების საერთაშორისო ინსტიტუტი გადასცემს კანდიდატების განცხადებებს ა.შ.შ.-ის უნივერსიტეტებს, რათა მათ განიხილონ მათი შესაბამის უნივერსიტეტებში მიღების საკითხი. კანდიდატებმა თვითონ არ უნდა მიმართონ უნივერსიტეტებს. კანდიდატების უნივერსიტეტებში განაწილების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ა.შ.შ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიურო განათლების საერთაშორისო ინსტიტუტის რეკომენდაციის საფუძველზე.

 

გაითვალისწინეთ, რომ წარმატებულ განმცხადებლებს, როგორც წესი, არა აქვთ განათლება მიღებული ა.შ.შ.-სა ან ევროპაში, აქვთ გარკვეული სამუშაო გამოცდილება და აშკარად გამოკვეთილი ლიდერობის პოტენციალი.

 

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 1 აგვისტო, 2024 წელი

 

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.