სამაგისტრო სტიპენდიები ამერიკაში

ამერიკის საელჩო საქართველოში აცხადებს კონკურსს ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე. სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას. (სწავლა, მგზავრობა, ცხოვრება, და სხვა)

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ონლაინ სააპლიკაციო სისტემის მეშვეობით უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი და ატვირთონ შემდეგი დოკუმენტები:

– 3 სარეკომენდაციო წერილი;
-დიპლომის ასლი (ინგლისურენოვანი);
-ნიშნების ფურცელი (ინგლისურენოვანი);
– რეზიუმე-PDF ფორმატში;
 

აპლიკაციების მიღება დასრულდება 2025 წლის 1 აგვისტოს.

დეტალური ინფორმაცია და ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე