
გამოცხადდა მიღება 2021 სასწავლო წლის KDI School-ის სასტიპენდიო სამაგისტრო პროგრამებზე შემდეგი მიმართულებით:
– საჯარო პოლიტიკა
– საჯარო მმართველობის მენჯმენტი
-მდგრადი განვითარება
სწავლება გრძელდება 1,5 წელი. (3 სემესტრი კორეაში, ხოლო ბოლო სემესტრი სამაგისტრო ნაშრომი შესაძლებელია დაწეროთ თქვენ ქვეყანაში). სტიპენდია ფარავს სწავლის გადასახადს და აგრეთვე სტიპენდიანტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ონლაინ აპლიკაცია.
ონლაინ აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა: 19 აპრილი, 2021 წელი
დამატებითი ინფორმაცია პროგრამის და სტიპენდიების შესახებ იხილეთ ბმულზე.
ასევე გაცნობებთ რომ დაგეგმილია საინფორმაციო ვიდეო სესია, ზუმის მეშვეობით 2021 7 აპრილს 12:00 საათზე (თბილისის დროით), მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგი ბმულის მეშვეობით https://forms.gle/pjo9CyFZNLonU2Fa8 რის შემდგომ მიიღებთ სესიაზე მონაწილეობის მოსაწვევს.