სამაგისტრო სტიპენდიები აშშ-ში

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში დაიწყო საბუთების მიღება 2022-2023 აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე.

სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ა.შ.შ.-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ყველა დისციპლინაში, მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში.

აპლიკაციების მიიღება 2021 წლის 1 აგვისტოს 18:00 საათამდე. განმცხადებლებმა ელექტრონულად უნდა შეავსონ ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო განაცხადი.

დამატებითი ინფორმაცია სტიპენდიის შესახებ და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე.

Copy link
Powered by Social Snap