დაიწყო განაცხადების მიღება ჩინეთის მთავრობის 2023-2024 წლის სტიპენდიის Youth of Excellence Scheme მოსაპოვებლად, რომელსაც ახორციელებს ჩინეთის სასტიპენდიო საბჭო. პროგრამა დაინტერესებულ აპლიკანტებს აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ სრული დაფინანსება ჩინეთის უნივერსიტეტების ერთწლიან ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად.
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები
-კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 45 წლამდე ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, გარდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქისა;
-აპლიკანტი უნდა ფლობდეს ბაკალავრის ან უფრო მაღალი აკადემიური საფეხურის დიპლომს და მინიმუმ სამწლიან სამუშაო გამოცდილებას (შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ პროგრამასთან შესაბამისი სამუშაო გამოცდილების ან პროფესიული გადამზადების მქონე აპლიკანტებს);
-აპლიკანტი უნდა მიეკუთვნებოდეს ჩამოთვლილი კატეგორიებიდან ერთ-ერთს:
1.სახელმწიფო მოხელე;
2.დაწესებულების უფროსი მენეჯერი;
3.უნივერსიტეტის ან სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი;
საერთაშორისო ორგანიზაციებში, პროგრამასთან შესაბამისი მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილების მქონე პირი.
აპლიკანტს ჩინეთის რომელიმე უნივერსიტეტიდან წინასწარ მიღებული უნდა ჰქონდეს წერილი, რომელიც შეიცავს ყველა საჭირო ინფორმაციას რეგისტრაციის შესახებ, როგორებიცაა: პერსონალური ინფორმაცია, უნივერსიტეტში მიღების თარიღი და ინფორმაცია ძირითადი სპეციალობის შესახებ. წერილში არ უნდა იყოს ინფორმაცია ჩინეთის მთავრობის სტიპენდიის მიღების ან შესაძლო მიღების შესახებ.
განაცხადების მიღება
დაინტერესებული აპლიკანტები უნდა დარეგისტრირდნენ ჩინეთის მთავრობის სტიპენდიის ვებგვერდზე.
ამ დროისთვის აპლიკანტს მიღებული უნდა ჰქონდეს წინასწარ წერილი სულ მცირე ერთი უნივერსიტეტისგან (ჩინეთის მთავრობის მიერ შემოთავაზებული 78 პროგრამიდან). ონლაინაპლიკაციის შევსებისას მან სტიპენდიის ველში უნდა მიუთითოს ტიპი A (Type A). რეგისტრაციისთვის აუცილებელი კოდია 1563, სტიპენდიის დასახელებად უნდა მიეთითოს “Youth of Excellence Scheme of China”.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 აპრილი, 2024
დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
წყარო: ილიაუნი