სამაგისტრო პროგრამები კორეის უნივერსიტეტში

კორეის უნივერსიტეტი (სეული) აცხადებს კონკურსს სამაგისტრო სტიპენდიების მოსაპოვებლად SK Global Scholarship პროგრამით. სტიპენდია სრულად ფარავს 2-წლიან მაგისტრატურას ფიზიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით.

 

სტიპენდიის მოცულობა

  • დაზღვევა სრულად;
  • კორეული ენის გაკვეთილები − სრულად;
  • სწავლის გადასახადი − 7,4 მილიონი სამხრეთ კორეული ვონი (KRW);
  • მგზავრობის ხარჯები − 3 მილიონი სამხრეთ კორეული ვონი (KRW);
  • ყოველთვიური სტიპენდია − 1.5 მილიონი სამხრეთ კორეული ვონი (KRW).

 
მობილობის პერიოდი

  • კორეული ენის გაკვეთილები − 1 თვე (არასავალდებულო);
  • სამაგისტრო პროგრამა − 2 წელი (4 სემესტრი).

 

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კანდიდატი უნდა იყოს აღმოსავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყნის მოქალაქე;
  • დამთავრებული უნდა ჰქონდეს ბაკალავრიატი;
  • უნდა ფლობდეს კორეულ ან ინგლისურ ენას (დეტალურად იხილეთ აქ);
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს მშობლიური უნივერსიტეტის რეკომენდაცია.

 
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 31 ოქტომბერი

 
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://graduate2.korea.ac.kr/scholarship/skscholarships.html