სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში, 2023-2024 სასწავლო წლისათვის, გამოცხადებულია კონკურსი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ და პარტნიორულ სასტიპენდიო პროგრამებზე:
📊საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა 2023-2024; იხილეთ ბმული: shorturl.at/ptFGY
📊საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა 2023-2024; იხილეთ ბმული: shorturl.at/gnAW2
📊საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამა 2023-2024; იხილეთ ბმული: shorturl.at/aiqPT
📊საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2023-2024. იხილეთ ბმული: shorturl.at/yzFLS
📊„აკადემიური პროგრამები იტალიაში 2023-2024″; იხილეთ ბმული shorturl.at/ginyV
📊 „აკადემიური პროგრამები სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024“ იხილეთ ბმული shorturl.at/ipxO6
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სასტიპენდიო პროგრამებზე:
🔷საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა 2023-2024;
🔷საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა 2023-2024;
🔷საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამა 2023-2024;
🔷საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2023-2024
ელექტრონული განაცხადის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე https://app.iec.gov.ge/ ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში შესაძლებელია 2023 წლის 10 აპრილის ჩათვლით;
პარტნიორულ სასტიპენდიო პროგრამებზე:
🔶აკადემიური პროგრამები იტალიაში 2023-2024;
🔶აკადემიური პროგრამები სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024.
ელექტრონული განაცხადის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე https://app.iec.gov.ge/ ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში შესაძლებელია 2023 წლის 15 აპრილის ჩათვლით;
🔹სასტიპენდიო პროგრამებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება საკონკურსო ვადის დასრულებამდე: ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე, განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონფერენციო დარბაზში.
🔹მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N7, II სართული.
🔹ონლაინ და სატელეფონო კონსულტაციის გავლა შესაძლებელია ცენტრის სოციალური ქსელის, სატელეფონო ცხელი ხაზის ნომერზე: 0322 97 01 97 და ელექტრონული ფოსტის info-iec@iec.gov.ge მეშვეობით.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 2014 წელს დაარსდა, უკვე 9 წელია აფინანსებს საზღვარგარეთ სწავლის მსურველ სტუდენტებს. კურსდამთავრებულთა უმრავლესობა წარმატებით აგრძელებს საქმიანობას შესაბამის სფეროში საქართველოში დაბრუნების შემდგომ
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ცენტრის ვებგვერდი https://iec.gov.ge/