სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები იაპონიის უნივერსიტეტებში
იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA) აცხადებს კონკურსს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე იაპონიის უნივერსიტეტებში.
პროგრამის მიზანია მდგრადი განვითარების სფეროში ლიდერებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლების მომზადება, რაც გულისხმობს იაპონიის უნივერსიტეტებში სწავლას.
JICA-ს საქართველოს ოფისში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა: 6 ნოემბერი, 2020.
პროგრამის, უნივერსიტეტებისა და სააპლიკაციო ფორმის შესახებ, იხილეთ დანართები:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა საბუთები უნდა წარადგინოს JICA საქართველოს ოფისში მიმდინარე წლის 6 ნოემბერის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 34, პიქსელის შენობა, მე-8 საერთული; საფოსტო კოდი: 0179; ტელ.: (+995 32) 2 50 07 80;
საკონტაქტო პირი – დავით მგალობლიშვილი: (+995) 558 48 18 43;