საკვალიფიკაციო კურსი ჟურნალისტებისათვის მიუნხენში

ახალგაზრდა პუბლიცისტების მხარდაჭერის ინსტიტუტი (ifp) გერმანული ენის მცოდნე ახალგაზრდა ჟურნალისტებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან 2022 წლის 10 ივლისიდან 29 ივლისამდე სთავაზობს სამ კვირიან საკვალიფიკაციო სემინარს მიუნხენში. აღნიშნული კურსები მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ახალი ამბები/რეპორტაჟები, ინტერვიუები, მობილური რეპორტაჟები, ონლაინ კვლევა და გადამოწმება. სემინარის მესამე კვირა დაეთმობა ინტერვიუების პრაქტიკას კათოლიკური ჟურნალისტიკის სკოლის ტელესტუდიაში.

 

განაცხადის გაკეთება შეუძლიათ ჟურნალისტებს, რომლებიც:

  • არიან 19-დან 32 წლამდე,
  • სრულ განაკვეთზე ან ნახევარ განაკვეთზე მუშაობენ პრესაში, რადიოში, ტელევიზიაში ან ონლაინ მედიაში,
  • საუბრობენ გერმანულ ენაზე,
  • განმცახდებელებს უნდა ჰქონდეთ დადებითი დამოკიდებულება დემოკრატიული, ჰუმანისტური და რელიგიური ღირებულებების მიმართ.

 

ტრენინგი გამიზნულია ყველა ქრისტიანული კონფესიის ჟურნალისტებისთვის.
 
სემინარის ენაა გერმანული. ყველა მონაწილემ უნდა გააკეთოს საკუთარი კვლევა, დაწეროს ტექსტები და ჩაატაროს ინტერვიუები გერმანულ ენაზე.
 
ეს ტრენინგი არ არის გერმანული კურსი!
 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც სრულად იქნებიან აცრილი და გამოჯანმრთელებული. განცმცახდებლებმა უნდა წარმოადგინონ აცრის დამადასტურებელი საბუთი. (გერმანიაში დამტკიცებულია კორონას ვაქცინები შემდეგი კომპანიებისგან: Biontech / Pfizer, Moderna, AstraZeneca და Johnson & Johnson.)

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 15 თებერვალი. ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ შემდეგი ონლაინ ფორმა. ფორმა იხილეთ შემდეგ ბმულზე:
 
განსახლების, კვებისა და სამკვირიან ტრენინგ კურსზე ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მონაწილეებისთვის მონაწილეობის საფასურია 120 ევრო, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მონაწილეებისთვის 90 ევრო. მონაწილეები მიიღებენ გრანტს (მაქსიმუმ 350 ევრომდე) მოგზაურობის ხარჯებისთვის.
 
დამატებითი ინფორმაცია და საგანაცხადო ფორმა იხილეთ
ბმულზე.