Generic selectors
Exact matches only
Search in title
Search in content
Search in posts
Search in pages

საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS)

გერმანიის პარლამენტი ბერლინის უნივერსიტეტებთან ერთად ყოველ წელს თავისი პროგრამის „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია“ (IPS) ფარგლებში პოლიტიკურად დაინტერესებულ ახალგაზრდებს აძლევს უნიკალურ შანსს, უშუალოდ გაეცნონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს.

პროგრამა გათვლილია დასრულებული საუნივერსიტეტო განათლების მქონე, პოლიტიკურად დაინტერესებულ, ოცდაათ წლამდე ასაკის ახალგაზრდებზე, რომლებსაც აქტიურად სურთ ჩაერთონ თავიანთ სამშობლოში დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებაში.

პროგრამის მიზანს წარმოადგენს სტიპენდიატების მიერ პოლიტიკურ მოვლენებისა და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესების უშუალოდ გაცნობა, ასევე გერმანიასა და მონაწილე ქვეყნებს შორის პარტნიორული თანამშრომლობის გამყარება. პროგრამა გრძელდება 2021 წლის 1 მარტიდან 31 ივლისამდე.

საგანაცხადო საბუთები 2020 წლის 31 ივლისამდე შეგიძლიათ გააგზავნოთ შემდეგ მეილზე: ips@tifl.diplo.de (დოკუმენტის სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს 15 მბ-ს).

დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბუნდესთაგის ვებ- გვერდზე www.bundestag.de/ips