სადოქტორო სტიპენდიები ჰონგ-კონგში

ჰონგ-ონგის მთავრობა  საერთაშორისო სტუდენტებისთვის აცხადებს სრული დაფინანსების სადოქტორო სტიპენდიებს.  ყოველწლიურად, მთელი მსოფლიოდან 300 სტუდენტი იღებს სტიპენდიებს ჰონგ- კონგის წამყვან უნივერსტეტებში. სწავლის ხანგრძლივობა 3 წელია.

 

სტიპენდიები გაიცემა შემდეგ მიმართულებებზე:

  • მეცნიერება
  • მედიცინა
  • ტექნოლოგიები
  • სოციალური და ბიზნეს მეცნიერებები

დაფინანსება მოიცავს სწავლის, ცხოვრების  (39 700$) და  მგზავრობის ხარჯებს (12 900$).

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა: 1 დეკემბერი 2021 წელი.

დამატებითი ინფორმაცია აპლიკაციის პროცედურა და დეტალები სტიპენდიებთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე.