სადოქტორო სტიპენდიები საფრანგეთში

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით აცხადებს კონკურსს ორთვიანი სტიპენდიის მისაღებად დოქტორანტურის საფეხურის იმ ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში. სტიპენდია მიზნად ისახავს კვლევითი პერიოდის დაფინანსებას საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში. სასტიპენდიო პროგრამა განხორციელდება 2023-2024 წელს.

 

სტიპენდია (2100 ევრო ორი თვის პერიოდისთვის) სრულად ან ნაწილობრივ დაფარავს სტუდენტის მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 25 ივნისი.

 

დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტები უნდა გაუგზავნონ ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორ ევა ბერტრანს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: eva.bertrand@fgu.ge

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.

 

წყარო: ილიაუნი