სადოქტორო სტიპენდიები გერმანიაში

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2025 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსს.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას შემდეგი სუბიექტებისთვის:

 

ა) ახალგაზრდა მეცნიერებისთვის (საქართველოს მოქალაქე, რომლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წლისა) – სტიპენდიის ხანგრძლივობა: არანაკლებ 2 თვისა და არაუმეტეს 6 თვისა

ბ) დოქტორანტებისთვის – სტიპენდიის ხანგრძლივობა: 3 თვე

გ) ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებისთვის – სტიპენდიის ხანგრძლივობა: 6 თვე

 

 

საგრანტო კონკურსი მოიცავს DAAD-ის კლასიფიკატორის შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს:

ა) ენები და კულტურის კვლევები;

ბ) სამართალი, ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები;

გ) მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

დ) მედიცინა;

ე) ვეტერინარული მედიცინა, მეტყევეობა, ეკოლოგია, აგრარული და კვების მეცნიერებები;

ვ) ინჟინერია;

ზ) ხელოვნების, მუსიკისა და სპორტის მეცნიერებები;

 

 

პროექტი და დანართ 1-ში მითითებული დოკუმენტები უნდა აიტვირთოს DAAD-ის ელექტრონულ პორტალზე, სადაც რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 25 მარტის 23:00 სთ.

 

დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ გთხოვთ, იხილოთ ფონდის ვებგვერდზე: https://shorturl.at/BAhwt