საგრანტო პროგრამა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის

ევროპის ფონდი იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (სსო), 2022 წლის 18 იანვრიდან 2022 წლის 18 თებერვლის ჩათვლით წარმოადგინონ წინასწარი ან სრული საპროექტო განაცხადი ფონდის ღია კარის საგრანტო პროგრამის გრანტის მისაღებად.

 

ღია კარის საგრანტო პროგრამის შესახებ

 

ღია კარის საგრანტო პროგრამა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, გამოავლინონ საზოგადოების წინაშე არსებული მწვავე პრობლემები და მათი გადაჭრის ინოვაციური გზები. ღია კარის საგრანტო პროგრამის მეშვეობით ფონდი მუდმივად მზადაა, მიიღოს საპროექტო წინადადებები. პროგრამა ეფექტური საშუალებაა ახალი, ინოვაციური და საპილოტე პროექტების მხარდასაჭერად; ასევე, იმ პრობლემების საპასუხოდ, რომლებიც სწრაფ და დაუყოვნებლივ ინტერვენციას საჭიროებენ. წარმოდგენილი პროექტები მიზნად უნდა ისახავდნენ მდგრადი პოზიტიური ცვლილებების მიღწევას თანამონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების გზით. ღია კარის საგრანტო პროგრამის ფარგლებში ფონდის მიერ მხარდაჭერილმა პროექტებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოში კარგი მმართველობის ჩამოყალიბებაში, სამოქალაქო ჩართულობის გააქტიურებასა და გრანტის მიმღები ორგანიზაციების ინსტიტუციურ განვითარებაში.

 

ღია კარის პროგრამა ღიაა ყველა ტიპის საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და მათი პროექტისათვის, რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებას და,ამავდროულად, აქვს განვრცობის, რეპლიკაციის და მდგრადობის პოტენციალი. ღია კარის პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი ფონდის მისიასა და მანდატებს უნდა შეესაბამებოდეს. პროექტი ნათლად უნდა წარმოაჩენდეს ადგილზე არსებული კონკრეტული პრობლემების დაძლევის რეალურ გზებს და ადასტურებდეს ამ პრობლემათა პრიორიტეტულობას სანდო მონაცემების საფუძველზე. ამასთან, პროექტის მეთოდოლოგია ნათლად უნდა აღწერდეს ფართო სამოქალაქო ჩართულობას პრობლემების გამოვლენისა და გადაჭრის გზების მოძიებაში, მოქალაქეთა ინტერესების დაცვასა და ცვლილებების განხორციელებაში. პროექტს შედეგად უნდა მოჰყვეს მნიშვნელოვანი სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური ცვლილებები ადგილობრივ ან/და ქვეყნის დონეზე.

 

დაფინანსება

ფონდის მიერ ბოლო წლებში დაფინანსებული პროექტების ანალიზმა აჩვენა, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობის ბიუჯეტი საშუალოდ 50,000-65,000 ლარს შეადგენს, რაც, უმეტეს შემთხვევაში, საგრანტო პროექტის მიზნებისა და ამოცანების ადეკვატურად მიღწევის საშუალებას იძლევა. ევროპის ფონდი განმცხადებლებს ურჩევს, გაითვალისწინონ ეს გარემოება საპროექტო განაცხადის მომზადებისას.

 

საკონტაქტო ინფორმაცია
განმცხადებლებმა ევროპის ფონდში წინასწარი ან სრული საპროექტო განაცხადი უნდა წარადგინონ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@epfound.ge (გთხოვთ,წერილის სათაურის ველში მიუთითოთ: Open Door Grantmaking)
ევროპის ფონდის მისამართი: კავსაძის ქ. 3, მე-2 სართული. ტელ/ფაქსი: (+995 32)

 

განაცხადის ფორმა და დეტალურო ინფორმაცია გრანტის შესახებ იხილეთ ბმულზე.