Generic selectors
Exact matches only
Search in title
Search in content
Search in posts
Search in pages

საგრანტო პროგრამა “იმოქმედე ახლა”

საგრანტო თანხა: $500-დან $5000-მდე
პროექტების ხანგრძლივობა: 2 კვირიდან – 2 თვემდე
განაცხადების შემოტანის ვადა: ღია

 

„აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ (EWMI) ACCESS-ის პროექტი აცხადებს სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, სამოქალაქო მოძრაობებისა და მოქალაქეთა ჯგუფებისთვის. პროგრამა საშუალებას აძლევს დაინტერესებულ ორგანიზაციებსა და სამოქალაქო ჯგუფებს, სწრაფი რეაგირება მოახდინონ ახალი კორონავირუსის (COVID-19პანდემიის შედეგად შექმნილ კრიზისსა და გამოწვევებზე. საგრანტო პროგრამა მხარს დაუჭერს კრიზისის შემცირებისა და დაძლევისკენ მიმართულ სამოქალაქო აქტივიზმს შემდეგი მიმართულებებით:

  • COVID-19-ის გავრცელების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა საფრთხეების მინიმიზაცია
  • ყველაზე მოწყვლადი და რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფების მხარდაჭერა
  • ნაციონალური ინტერვენციების ეფექტიანობის გასაზრდელად სექტორთაშორისი თანამშრომლობის ხელშეწყობა
  • COVID-19-ის კრიზისთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრა.

საპროექტო იდეების შემოტანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს. იდეების ავტორებმა უნდა დაასაბუთონ, რომ შემოთავაზებული ინიციატივა მნიშვნელოვანია და მისი დროულად განხორციელება – კრიტიკული. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, EWMI ACCESS-ი მიღებულ საპროექტო იდეებს უმოკლეს ვადაში  – 3-7 დღეში განიხილავს და დაამტკიცებს.

დარეგისტრირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა და დეტალური ბიუჯეტი (დეტალურად გაწერილი ხარჯები).

არარეგისტრირებულმა სამოქალაქო ჯგუფებმა უნდა წარმოადგინონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ნივთების/სერვისების დეტალური ჩამონათვალი შესაბამისი ფასებით და შესაძლო მიმწოდებლებით.

სწრაფი რეაგირების გრანტების ფარგლებში არ დაფინანსდება:

  • ორგანიზაციების მიმდინარე პროექტები
  • სერვისის პირდაპირი მიწოდება, მათ შორის ჰუმანიტარული დახმარება
  • ოფისის საოპერაციო ხარჯები (ქირა, კომუნალური გადასახადები, თანამშრომლების ხელფასები)
  • ორგანიზაციები, რომელთა წლიური ბიუჯეტი არის $200,000 და მეტი
  • უკვე გაწეული ხარჯები

პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის მიმღებმა ორგანიზაციებმა და სამოქალაქო ჯგუფებმა EWMI ACCESS-ს უნდა წარუდგინონ მოკლე პროგრამული ანგარიში. ორგანიზაციებმა დამატებით უნდა წარადგინონ ფინანსური ტრანზაქციების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

სააპლიკაციო ფორმები მიიღება ელექტრონულად ინგლისურ ან ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: grants@ewmi.org. ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითეთ „სწრაფი რეაგირების გრანტი“.

სააპლიკაციო ფორმა და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

 

0Shares
0