
საუკეთესო შესაძლებლობა თქვენთვის თუ ბრძანდებით საქართველოს რომელიმე უნივერსიტეტის დოქტორანტი. მიიღეთ მონაწილეობა საფრანგეთში კვლევითი მობილობის სტიპენდიის კონკურსში.
აღნიშნული კონკურსი შემოთავაზებულია ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის ფონდის მიერ ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში.
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წარმოადგინოთ:
-თქვენი საკვლევი პროექტის მიმოხილვა
– მოწვევის წერილი საფრანგეთის რომელიმე უნივერსიტეტიდან ან სამეცნიერო დაწესებულებიდან, სადაც კვლევებისათვის გაატარებთ 2 თვეს.
თქვენს ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად დაგეგმილია ორი საინფორმაციო შეხვედრა :
29 მაისი – 13 ივნისი.
კონკურსის ძირითადი პირობები:
-
- პროექტით გათვალისწინებული კვლევითი ვიზიტის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 2 თვეს.
- ფონდი და უნივერსიტეტი ერთობლივად შეარჩევენ და მხარს დაუჭერენ დოქტორანტურის საფეხურზე სამი მიწვეული მკვლევრის სამეცნიერო ვიზიტს საფრანგეთში.
- პროექტს უნდა ჰყავდეს მასპინძელი დაწესებულება, რომლის ბაზაზეც მიწვეული მკვლევარი განახორციელებს კვლევით და აკადემიურ საქმიანობას.
- მასპინძელი უნივერსიტეტი უზრუნველყოფს შესაბამისი მენტორის აყვანას, რომელიც იქნება შესაბამისი სფეროს მკვლევარი.
- კონკურსის დაფინანსებას უზრუნველყოფენ ფონდი და უნივერსიტეტი ერთობლივად.
- ერთი გამარჯვებული მიწვეული მკვლევრის დაფინანსება შეადგენს 2,100 (ორი ათას ასი) ევროს ეკვივალენტს ლარში.
- მინიჭებული სტიპენდია ფარავს საცხოვრებლის, ავიაბილეთის (ორი მიმართულების) და კვლევასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს.
კონკურსში პროექტის რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად:
ა) ელექტრონული რეგისტრაცია – 2025 წლის 22 მაისი – 20 ივნისი 16:00 საათამდე, გრანტების მართვის ერთიან სისტემაში: gmus.rustaveli.org.ge
ბ) რეგისტრაცია ფონდის კანცელარიაში – „განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ წარდგენა – 2025 წლის 25 ივნისი 17:00 საათამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ქვემოთ მოცემული ბმული: