
კონრად ადენაუერის ფონდი, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის “იმოქმედე საქართველოსთვის” ფარგლებში, აცხადებს სწრაფი რეაგირების გრანტების კონკურსს. კონკურსის მიზანია უზრუნველყოს სწრაფი ფინანსური მხარდაჭერა იმ რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის, რომლებიც მუშაობენ ადგილობრივი თემების გადაუდებელ საჭიროებებზე საქართველოს რეგიონებში.
დაფინანსების მოცულობა
კონკრეტული გრანტის ოდენობა განსხვავდება პრობლემის გადაუდებლობისა და მასშტაბის
მიხედვით, მაგრამ არ აღემატება 10.000 ევროს.
განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 2025 წლის 28 მარტი
დამატებითი ინფორმაცია: https://csogeorgia.org/ge