საგრანტო კონკურსი ქალთა უფლებებზე

ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს ახალ საგრანტო კონკურსს “ქალთა უფლებები და გარემოსდაცვითი სამართლიანობა“.

საგრანტო კონკურსის მიზანია სოციალურ და გარემოსდაცვით სამართლიანობაზე მომუშავე ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქალთა არაფორმალური ჯგუფების წახალისება, თავიანთი ძალისხმევა მიმართონ ქალების მიერ ბუნებრივი რესურსების მართვაზე, უპასუხონ სოციალურ და გარემოსდაცვით გამოწვევებს, იქნება ეს კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნება, გარემოს დაბინძურება, ქიმიური უსაფრთხოება, ნარჩენების მართვა, ქალთა უფლება უსაფრთხო, სუფთა და ჯანმრთელ გარემოზე და სხვ.

 

ქალთა ფონდი პრიორიტეტს მიანიჭებს საქართველოს რეგიონებში მოქმედი ორგანიზაციების ინიციატივებს, ასევე გარემოსდაცვითი და ქალთა ორგანიზაციების კოალიციურ პროექტებს.

 

საგრანტო თანხა განსაზღვრულია 5000 ევროს ეკვივალენტი ლარში.

პროექტების ხანგრძლივობაა 8-დან 10 თვემდე.

 

განსახილველი პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 27 იანვარი. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2023 წლის თებერვლის ბოლოს.

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მისამართზე: grants@womenfundgeorgia.org

საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტით მისამართზე: grants@womenfundgeorgia.org

 

დეტალები სრულად იხილეთ ბმულზე – https://bit.ly/3WRaCCG