საგრანტო კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესარჩევად

ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია “ფიფლ ინ ნიდ” (PIN) აცხადებს კონკურსს არასამთავრობო ორგანიზაციების შესარჩევად, რეგიონული პროექტის “COVID-19-ის სოლიდარობის პროგრამა 2020-2022” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით.

თუ თქვენ:

წარმოადგენთ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს და მუშაობთ შემდეგი მიმართულებებით:

-სოციალური მომსახურება

-უფლებათა დაცვა

-განათლების სფერო

-ეკონომიკური აღდგენა

თქვენს სამიზნე აუდიტორიას კი წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ეთნიკური/რელიგიური უმცირესობები, ახალგაზრდები და ხანდაზმულები, რომლებიც მიეკუთვნებიან სოფლად და რაიონული ცენტრიდან მოშორებულ მცხოვრებ, იძულებით ადგილნაცვალ და მოწყვლად ოჯახებს.

საპროექტო განაცხადის ფორმის და შესაბამისი დოკუმენტების ნაკრების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 25 ოქტომბერი.

ელექტრონულ მისამართზე: geo.covid@peopleinneed.cz

დამატებითი ინფორმაცია საგრანტო დოკუმენტაციაზე იხილეთ ბმულზე.