საგრანტო კონკურსი საგამოძიებო ჟურნალისტიკაში

ევროპის ფონდი აცხადებს კონკურსს, რომლის მიზანია სისტემური კორუფციის შემთხვევების მხილება და ცუდი მმართველობის პრაქტიკის გამოვლენა ფაქტების დადგენის, მათი გამოქვეყნების და ადვოკატირების მეშვეობით.

განაცხადები უნდა ითვალისწინებდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიას შორის პარტნიორობას, რაც მოიაზრებს მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების ჟურნალისტურ გამოძიებას და გამოვლენილი პრობლემების გადასაჭრელად მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების კამპანიების წარმართვას

 

კონკურსის მიზანი და ამოცანები

საგრანტო კონკურსის მიზანია მედიის მაკონტროლებელი ფუნქციის და სხვადასხვა სფეროში სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების ძალისხმევის მხარდაჭერა,მედიასაშუალებებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორისთანამშრომლობის ხელშეწყობით, ქვეყანაში ანგარიშვალდებული და გამჭვირვალემმართველობის უზრუნველყოფისათვის.

 

კონკურსის ამოცანებია

• ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების მხარდაჭერა საგამოძიებო ჟურნალისტიკის კუთხით გაწეულ ძალისხმევაში, რომელიც გამოააშკარავებს სისტემური კორუფციის შემთხვევებს ან მმართველობის კუთხით არსებულ პრობლემებს საქართველოში.

• გამომძიებელ ჟურნალისტებსა და სსო-ების თანამშრომლობის ხელშეწყობა, რაც უზრუნველყოფს ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შემდგომ ადვოკატირებას, მოქალაქეების ინფორმირებისა და ქვეყანაში რეალური ცვლილების ხელშეწყობისთვის.

 

საპროექტო განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 21 მარტი

 

დაფინანსება

მედია საშუალებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი კოლაბორაციული პროექტისთვის გათვალისწინებული საგრანტო თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 85,000 ლარს. პროექტის მინიმალური ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 12 თვისა, ხოლო მაქსიმალური ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 18 თვეს.

 

ვის შეუძლია განაცხადის წარმოდგენა

განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ სსო-ებს ან მედია საშუალებებს. საგრანტო კონკურსის აუცილებელი პირობაა სსოსა და მედიასაშუალებას ან ჟურნალისტების ჯგუფს შორის პარტნიორობა.

დამტებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.