
რუსთაველის ფონდი აცხადებს 2025 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“
სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლება, განათლებისა და კვლევების დაახლოება, კვლევების ინტეგრირება სწავლის პროცესში; კვლევების პოპულარიზაციის გზით სკოლის მოსწავლეთა დაინტერესება მეცნიერებით; მოსწავლეთა შორის კვლევითი უნარების გამომუშავების ხელშეწყობა; მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლება მოსწავლეთა კვლევებში ჩასართავად; მეცნიერთა, მათ შორის, ახალგაზრდა მეცნიერთა (მაგისტრანტთა და დოქტორანტთა), ინტერესის გაზრდა სასკოლო პროცესში მონაწილეობისათვის; სასწავლო პროცესში ისეთი სიახლეების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას, დაეხმარება მოსწავლეს, გაიაზროს ამა თუ იმ საგნის მნიშვნელობა, რაც გაზრდის მის დაინტერესებას მეცნიერებისადმი.
კონკურსში პროექტების შემოტანა შესაძლებელია შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში:
ა) მათემატიკა;
ბ) ინფორმატიკა;
გ) ფიზიკა;
დ) ქიმია;
ე) სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;
ვ) დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები;
ზ) ეკოლოგია;
თ) ინჟინერია და ტექნოლოგიები;
ი) აგრარული მეცნიერებანი;
კ) ინტერდისციპლინური მეცნიერებები (საბუნებისმეტყველო და სოციალური/ჰუმანიტარული
მეცნიერებები)
კონკურსის ადმინისტრირება:
2025 წლის 7 მაისი – 30 მაისი 18:00 საათამდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია
გრანტების მართვის ერთიან სისტემა GMUS-ში;
2025 წლის 04 ივნისი 18:00 საათამდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების
წარდგენა ფონდის კანცელარიაში;
პროექტის ბიუჯეტის შესაბამისად ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 12 000
ლარს.
ონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ფონდის ვებგვერდზე