ევროკომისიის მიერ თანადაფინანსებული ინიციატივა, „კულტურის ევროპული სივრცეები“ (European Spaces of Culture), ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში კულტურულ სფეროში თანამშრომლობისთვის ახალ იდეებს ეძებს. თანამშრომლობაში ჩაერთვებიან ევროკავშირის ეროვნული კულტურის ინსტიტუტის (EUNIC) წევრები, ევროკავშირი და მისი ის ადგილობრივი პარტნიორები, რომლებიც ევროკავშირის გარეთ საქმიანობენ.
კონკურსის მიზანია, გამოავლინოს იდეები კულტურული ურთიერთობების ახალი პროექტებისთვის, რომლებიც საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების სფეროში ევროკავშირის პოლიტიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.
საკონკურსო წინადადებების შეტანა შეუძლიათ პარტნიორთა გუნდებს: პროექტში აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ EUNIC-ის სულ მცირე სამი წევრი, სამი ადგილობრივი პარტნიორი და ევროკავშირის წარმომადგენლობა.
ყველა წარმოდგენილი პროექტი უნდა განხორციელდეს 2024 წლის 1 ივნისიდან 2025 წლის 31 ოქტომბრამდე პერიოდში.
ცალკეული გრანტის მოცულობა 60 000 ევრომდეა. პარტნიორების ან ნებისმიერი მესამე მხარის მიერ თანადაფინანსება სავალდებულო არ არის, თუმცა სასურველად მიიჩნევა.
საპროექტო იდეების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 17 დეკემბერი. საბოლოო გეგმების წარდგენა კი კანდიდატებს 2024 წლის აპრილში მოუწევთ.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
წყარო: euneighbourseast