საგრანტო კონკურსი გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის

USAID მედია პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის ონლაინ მედიიდან.
გრანტი გულისხმობს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიებების მომზადებას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან, ეხება კორუფციას, სამართლის უზენაესობას, გარემოსდაცვით გამოწვევებს და მოქალაქეებისთვის აქტუალურ სხვა თემებს.

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა: 2024 წლის 16 დეკემბერი

დამატებითი ინფორმაცია და დეტალები იხილეთ ბმულზე: 

 

USAID/Georgia-ს მედია პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს მედიის თავისუფლებას, მაღალი ხარისხის, ეთიკურ სტანდარტებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკის განვითარებას, ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და მედიაგარემოს გაჯანსაღებას.