სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობა 2022/2023 სასწავლო წლისათვის საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოყოფს ორ სტიპენდიას საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე.
მსურველებს აპლიკაციის ფორმების შევსება შეუძლიათ ონლაინ მისამართზე: https://www.vladnestipendia.sk/en/
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა: 30 მაისი, 2022 წელი
დამატებითი ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია მისამართზე: https://www.minedu.sk/scholarships-of-the-government-of-the-slovak-republic/.
ზემოთხსენებულ პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი პირობაა სლოვაკური ენის ცოდნა.
მსურველებს ასევე შეუძლიათ გაიარონ უფასო ენის კურსები 02.09.2022-დან 30.06.2023 -ის ჩათვლით.
ენების კურსების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია მისამართზე: https://cdv.uniba.sk/.