Generic selectors
Exact matches only
Search in title
Search in content
Search in posts
Search in pages

საბაკალავრო და სამაგისტრო სტიპენდიები შანხაის უნივერსიტეტში

შანხაის უნივერსიტეტი  Shanghai University of Electric Power (SUEP), აცხადებს  სრულ სტიპენდიის კონკურსს  საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე. სტუდენტები იცხოვრებენ საერთო საცხოვერებელში. სასწავლო ენა – ჩინური. სტიპენდია წელიწადში 12 000 ჩინური იუენი (2000 დოლარი) წელიწადში.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის  30 ივნისი

მოთხოვნები:

 

1. უნივესრიტეტში მოხვედრის მსურველი უნდა იყოს 18 წლის ზემოთ.
2. ჩინური ენის დონის განმსაზღვრელი სერთიფიკატი უნდა აკმაყოფილებდეს HSK მე-4 დონეს.
3. უპირატესობა მიენიჭებათ მაღალი აკადემიური მოსწრებისა და მაღალი GPA – ს მქონე სტუდენტებს.
4. უნივერსიტეტიდან სტუდენტის მიღების დასტურის შემდეგ სტუდენტი ვალდებულია წინასწარ გადაიხადოს საერთო საცხოვრებლის საგარანტიო თანხა 1000 იუენის სახით, რაც დაახლოებით 150 დოლარს შეადგენს, რომელიც სწავლის დამთავრების შემდეგ ან სასწავლო წლის ბოლოს უკან დაუბრუნდება სტუდენტს.

საბუთების ჩამონათვალი:

1. შევსებული განცხადების ფორმა
2. ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი/დიპლომი (თუ სტუდენტი დამამთავრებელ კურსზეა შეუძლია წარმოადგინოს უნივერისტეტის მიერ გაცემული დამთავრების დამადასტურებელი საბუთი)
3. უნივერისტეტში სწავლის მანძილზე სემესტრული შეფასების უწყისი, ორიგინალი დოკუმენტი;
4. უნივერსიტეტის პროფესორის წოდების ორი ლექტორის სარეკომენდაციო წერილი;
5.უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია/ რეზიუმე;
6. ჩინური ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი-HSK 4
7. პასპორტის ასლი;
8. ჯამრთელობის ცნობა;
9. ნასამართლეობის ცნობა;
10. სამოტივაციო წერილი.

საბუთები უნდა გააგზავნოთ: globaleducationinhina@gmail.com

დამატებითი ინფორმაცია სტიპენდიაზე იხილეთ ბმულზე

0Shares
0