საბაკალავრო გაცვლით პროგრამა ამერიკაში

ამერიკის საელჩო ქართველი სტუდენტებისთვის UGRAD-ის გაცვლით პროგრამას აცხადებს. პროგრამაში მონაწილეობა ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ. სტიპენდია სრულად ფარავს სწავლის გადასახადს, საცხოვრებელს და მგზავრობის ხარჯებს

თუ ხართ:
✅ 18 წლის
✅ საქართველოში ბაკალავრიატის სტუდენტი
✅ და 2022 წლის მაისის შემდეგ ერთი სემესტრი მაინც გექნებათ დარჩენილი ბაკალავრიატის დასრულებამდე

ონლაინ აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა: 28 თებერვალი, 2021 წელი.

დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე. 

მიიღეთ მონაწილეობა #UGRADის შესარჩევ კონკურსში და გაემგზავრეთ ერთი სემეტრით ამერიკულ უნივერსიტეტში.