აქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) აცხადებს კონკურსს 2022 წლის ხანმოკლე სასწავლო პროგრამაში “მონაწილეობითი პოლიტიკა და ეროვნული უმცირესობები” მონაწილეთა შესარჩევად.
4-დღიანი სასწავლო კურსის მიზანია ხელი შეუწყოს ეროვნული უმცირესობების პოლიტიკური და სოციალური ჩართულობის გაზრდას, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის თემაზე დისკუსიას, ცოდნის ამაღლებას და დემოკრატიული მმართველობის პრინციპების მხარდაჭერას.
სასწავლო კურსის განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას პოლიტიკის ანალიზის, ადვოკატირების, საგარეო პოლიტიკისა და პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობის შესახებ. მათ ასევე ექნებათ საშუალება პროგრამის ფარგლებში შეხვდნენ პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელს, რათა ერთობლივად განიხილონ ეროვნული უმცირესობების წინაშე არსებული გამოწვევები, პოლიტიკაში მათი ჩართულობა, ამ მიმართულებით არსებული სახელმწიფო პოლიტიკა და სამომავლო გეგმები.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელ 18-დან 28 წლამდე აქტიურ ახალგაზრდებს.
პროგრამის მონაწილეთა სასტუმროს, კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯებს უზრუნველყოფს რონდელის ფონდი.
პერიოდი: 24-27 სექტემბერი, 2022
სასწავლო პროგრამის ჩატარების ადგილი: თბილისი, რონდელის ფონდი, შიო ჩიტაძის ქუჩა 3ა
სამუშაო ენა: ქართული
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ძირითადი მოთხოვნებია: 18-დან 28 წლამდე აქტიური ახალგაზრდა, საქართველოში, რეგიონებსა თუ დედაქალაქში, მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის თემის წარმომადგენელი.
შერჩევის პროცესი: დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა შემდეგ მისამართზე: info@gfsis.org; ელფოსტის საგანში გთხოვთ მიუთითოთ პროექტის დასახელება:
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 15 სექტემბერი, 2022 წელი
შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორს – სოფი ბოკუჩავას: ტელ.: 2 47 35 55; ელ. ფოსტა: sbokuchava@gfsis.org
სააპლიკაციო ფორმა და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.