რომელ ადგილზე არიან ქართული უნივერსიტეტები მსოფლიო რეიტინგში

The Times Higher Education-მა  2022 წლის მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი გამოაქვეყნა.  რეიტინგი 99 ქვეყნის 1600-ზე მეტს უნივერსტეტს მოიცავს. ოთხი კრიტერიუმით შედგა: სწავლება, კვლევა, ცოდნის გადაცემის ხარისხი და საერთაშორისო პერსპექტივა. საქართველოს 2 უნივერსტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) და ილიაუნი რეიტინგში 1201-ე ადგილს იყოფენ.

 

მსოფლიოს ლიდერი უნივერსიტეტის სტატუს ზედიზედ მეექვსე წელია ოქსფორდის უნივერსიტეტი ინარჩუნებს. პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

 

  1. ოქსფორდის უნივერსიტეტი
  2. კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
  3. ჰარვარდის უნივერსიტეტი
  4. სტენფორდის უნივერსიტეტი
  5. კემბრიჯის უნივერსიტეტი

 

რეიტინგებში ამერიკული უნივერსიტეტები ყველაზე მეტი რაოდენობით არის წარმოდგენილი. ტოპ- 200 უნივერსიტეტიდან 57 ამერიკულია.