როგორ მოვიპოვოთ სტიპენდია. რჩევები

დაიწყე სტიპენდიის  ძიება რაც შეიძლება ადრე

 

რაც უფრო ადრე დაიწყებთ სტიპენდიის ძიებს, მით უფრო ადრე შეგიძლიათ მიაღწიოთ წარმატებას, გახდეთ სტიპენდიატი და კონცენტრირება მოახდინოთ მხოლოდ სწავლაზე. უმეტს შემთხვევაში ბევრ ფონდს დედლაინი წელწადში მხოლოდ ერთხელ აქვს . შესაბამისად თუ დედლაინი გამოტოვეთ, კიდე ერთი წელი მოგიწევთ ლოდინი, განაცხადის გასაკეთებლად.

stipendia.ge-ზე ძიების პროცესი  მარტივია.  იმის ნაცვლად, რომ თვეების განმავლობაში შეისწავლოთ ათასობით საინფორმაციო ვებგვერდი თუ სასტიპენდიო პროგრამა,  პორტალი გაჩვენებთ სწრაფად, მარტივად და უფასოდ, თუ რომელი სტიპენდიები შეესაბამება თქვენს პროფილს.

პორტალი  მუდმივად განახლებადია და ყოველდღიურად გთავაზობთ მიმდინარე სტიპენდიებს  მთელი მსოფლიოდან.  სტიპენდიები დაყოფილია როგორც კატეგორიების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა ), ასევე საბუთების მიღების ბოლო ვადების მიხედვით, რაც მაქსიმალურად გაგიადვილებთ სასურველი სტიპენდიის პოვნას.

 

მოაწესრიგეთ  დოკუმენტები

 

როგორც წესი სტიპენდიის მისაღებად თითქმის ყველა ფონდი  სტანდარტულ დოკუმენტებს ითხოვს: დიპლომი, ნიშნების ფურცელი, ასლები – ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატები (TOEFL, IELTS), სარეკომენდაციო წერილები (სამსახურიდან და სასწავლებლიდან). კარგია თუ დოკუმენტების ეს ჩამონათვალი მუდმივ მზადყოფნაში გექნებათ და მას მერე არ დაიწყებთ შეგროვებას, რაც სასურველ სტიპენდიას შეარჩევთ.

 

გააკეთეთ განაცხადი ყველგან 

 

სცადეთ ყველა სტიპენდია რომელიც თქვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებს. არ იყოთ მხოლოდ ერთი კონკურსის იმედად. გააკეთეთ განაცხადი ყველგან, სადღაც აუცილებლად გაგიმართლებთ.

 

არ გამოტოვოთ ვადა

 

მნიშვნელოვანია , რომ არ გამოტოვოთ, თუ როდის არის დედლაინი სასურველ სტიპენდიაზე. ბევრ ფონდს წელიწადში განცხადების მიღების ბოლო ვადა მხოლოდ ერთი თარიღი აქვს, ეს ნიშნავს რომ შემდეგ წელს უნდა გააგზავნოთ თქვენი განაცხადი.  ასევე მნიშვნალოვანია ყურადღება გაამახვილოთ, ესა თუ ის ფონდი ხომ არ ითხოვს, საბუთების ფოსტით გაგზავნას. ფოსტის გაგზავნას უფრო მეტი დრო სჭირდება.

 

სამოტივაციო წერილი

 

შეიძლება ითქვას, რომ სამოტივაციო წერილი სტიპენდიის მიღების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. სამოტივციო წერილში კარგად უნდა დაასაბუთოთ:

  • რატომ გინდათ სწავლა კონკრეტულ უნივერსიტეტში
  • რატომ უნდა მოგცენ სტიპენდია ათასობით კანდიდატიდან თქვენ
  • სწავლის დასრულების შემდეგ როგორ გამოიყენებთ მიღებულ ცოდნას

 

გაგზავნდამდე ბევრჯერ წაიკითხეთ აპლიკაცია, არ დაუშვათ შეცდომები

 

დაუდევრად მომზადებული აპლიკაცია ცუდ პირველ შთაბეჭდილებას ტოვებს. ამიტომ აუცილებელია თქვენი განცხადების გაგზავნამდე განსაკუთრებული ყურადღებით კორექტირება. კერძოდ, არასრულყოფილი თარგმანი, ორთოგრაფიული შეცდომები თუ დაუდევრად მომზადებული დოკუმენტები ბევრ შემმოწმებელს აფიქრებინებს, რომ სტიპენდიის მიღება შეიძლება არც ისე მნიშვნელოვანი იყოს განმცხადებლისთვის და გამორიცხავს მას, როგორც სტიპენდიანტს.

 

 ყურადღება მიაქციეთ თუ როგორ იგუგლებით 

 

მნიშვნელოვანია, რომ თქვენი სახელი და გვარი, ინტერნეტში პოვნის შემთხვევაში, მაძიებელზე, თქვენს შესახებ, პროფესიონალურ შთაბეჭდილებას ახდენდეს. დარწმუნდით, რომ მაგ. თქვენი Facebook პროფილი შეიცავს მხოლოდ იმ  ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ სტიპენდიის მიღებაში.

 

გისურვებთ წარმატებებს.