როგორ მოვემზადოთ ინგლისური ენის ტესტებისთვის

ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტები მომავალი სტუდენტებისათვის ერთ-ერთ სავალდებულო მოთხოვნად ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს ასახელებენ. ამ შემთხვევაში არ გამოგადგება ზოგადი ინგლისურის კურსის გავლა, აუცილებლად უნდა ჩააბარო ერთ-ერთი აკადემიური ტესტი: IELTS (ევროპული უმაღლესი სასწავლებლებისთვის) ან TOEFL (ამერიკული უნივერსიტეტებისათვის). ორივე დაახლოებით ერთი ტიპის ტესტია, ამიტომ უნივერსიტეტების უმეტესობა ხშირად თანხმდება ერთის მაგივრად მეორის მიღებაზე. თუმცა, ეს ყველას არ ეხება და აუცილებლად გადაამოწმეთ სასურველი უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე. გამონაკლისს წარმოადგენენ ის სტუდენტები, ვისაც განათლება ინგლისურ ენაზე აქვს მიღებული.

რა არის TOEFL?

TOEFL (Test of English as a Foreign Language) – ინგლისურის როგორც უცხო ენის. საერთაშორისო გამოცდაა. ამ ტესტის მთავარი დანიშნულებაა  იმ ადამიანთა ინგლისური ენის ცოდნის შეფასება, რომელთათვისაც ინგლისური მშობლიური ენა არ არის. TOEFL–ის შედეგის წარდგენა აუცილებელია აშშ–ის და კანადის 2400–ზე მეტ სასწავლო დაწესებულებაში ჩასარიცხად.

რამდენი ქულაა საჭირო უნივერსიტეტში ჩასარიცხად?

ჩვეულებრივად ეს არის  80–100 TOEFL iBT–სის შემთხვევაში. მოთხოვნები ენის ცოდნის დონის მიმართ განსხვავებულია სასწავლო დაწესებულებების მიხედვით.

სად და როგორ ჩავაბაროთ  TOEFL?

ამისათვის უნდა გაიაროთ რეგისტრაცია საიტზე www.ets.org (www.toefl.org), რეგისტრაციისა და გამოცდის ღირებულების გადახდის შემდეგ მიიღებთ შესაბამის მითითებებს.

რა არის IELTS და რისთვის გვჭირდება ?

IELTS (International Enlgish Language Testing System) – საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ინგლისური ენის გამოცდაა.
გამოცდის შედეგის მიხედვით განისაზღვრება შეძლებთ თუ არა შერჩეული სპეციალობის მიხედვით სწავლას დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, კანადის და რიგი სხვა ქვეყნების ინგლისურენოვან სასწავლო დაწესებულებებში.

IELTS–ის ტესტი 4 ნაწილისგან შედგება: კითხვის, წერის, ზეპირი მეტყველების აღქმის (სმენის) და საუბრის. ოთხივე უნარი ცალცალკე 9–ქულიანი სისტემით ფასდება. ყველაზე მაღალი დონე მეცხრეა. (Band 9 – “შეუძლია ინგლისური ენის გამოყენება ექსპერტის დონეზე”), ყველაზე დაბალია – პირველი  (Band 1 – “სრულიად მოუმზადებელია ინგლისური ენის სარგებლობისათვის”)  მიღებული ქულები დაჯამდება და გამოიანგარიშება საშუალო ქულა.

რამდენი ქულაა საჭირო უნივერსიტეტში ჩასარიცხად?

უნივერსიტეტში ჩასარიცხად IELTS–ის საშუალო ქულა შეადგენს 6,0 დან 7,0 – მდე სპეციალობის და უნივერსიტეტის მიხედვით. მინიმალურ ქულებს ყველა უნივერსიტეტი დამოუკიდებლად განსაზღვრავს. იურიდიულ, ფილოლოგიურ და თეატრალურ ფაკულტეტებზე ჩაბარებისათვის ჩვეულებრივად უფრო მაღალი IELTS მოეთხოვება. IELTS სერთიფიკატი ძალაშია მხოლოდ ორი წლის განმავლობაში.

სად შეიძლება IELTS– გამოცდის ჩაბარება?

საქართველოში გამოცდა ტარდება ბრიტანეთის საბჭოში (British Council) წელიწადში რამდენჯერმე, წინასწარ განსაზღვრულ თარიღებში. ტესტირებაზე დასაშვებად რეგისტრაცია უნდა გაიაროთ საგამოცდო თარიღამდე 6 კვირით ადრე. გამოცდა ფასიანია და 2020 წლის მონაცმებით 510 ლარი ღირს.   დამატებითი ინფორმაცია გამოცდის თარიღების შესახებ და გამოცდაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით იხილეთ ბრიტანეთის საბჭოს ვებგვერდზე.

რა არის TOEFL?

TOEFL (Test of English as a Foreign Language) – ინგლისურის როგორც უცხო ენის. საერთაშორისო გამოცდაა. ამ ტესტის მთავარი დანიშნულებაა  იმ ადამიანთა ინგლისური ენის ცოდნის შეფასება, რომელთათვისაც ინგლისური მშობლიური ენა არ არის. TOEFL–ის შედეგის წარდგენა აუცილებელია აშშ–ის და კანადის 2400–ზე მეტ სასწავლო დაწესებულებაში ჩასარიცხად. სწორედ ამ  გამოცდის შედეგი მოეთხოვებათ უცხოელ სტუდენტებსა და ასპირანტებს, რომელთაც  განათლება სხვა ენაზე აქვთ მიღებული. ამასთან TOEFL–ის ჩაბარება აგრეთვე საჭიროა ზოგი პროფესიული  სერთიფიცირების პროგრამების მონაწილეებისათვისაც.

რამდენი ქულაა საჭირო უნივერსიტეტში ჩასარიცხად?

ჩვეულებრივად ეს არის  80–100 TOEFL iBT–სის შემთხვევაში. მოთხოვნები ენის ცოდნის დონის მიმართ განსხვავებულია სასწავლო დაწესებულებების მიხედვით.

სად და როგორ ჩავაბაროთ  TOEFL?

ამისათვის უნდა გაიაროთ რეგისტრაცია საიტზე www.ets.org (www.toefl.org). ტესტის საფასური 180$ (550 ლარია).

რა განსხვავებაა ამ ორ ტესტს შორის?

მიხედავად იმისა, რომ ორივე ტესტი ამოწმებს ინლისური ენის კითხვის, წერის, საუბრის და სმენის უნარებს.  გამოცდის ტესტები და სტრუქტურა მაინც განსხვავებულია. IELTS -ის გამოცდის ხანგრძლივობა 2 საათი და 45 წუთია, ხოლო TOEFL-ის  – 4 საათი. ორივე გამოცდა თანაბარი სირთულისაა.თუმცა, გაითვალისწინეთ რომ TOEFL კომპიუტერთან ბარდება და წერით ნაწილს ბეჭდავთ, ხოლო  IELTS-ის შემთხვევაში  ფურცელზე წერთ. ამასთანავე გასაუბრება IELTS-ისგან განსხვავებით ცოცხალი ადამიანის ნაცვლად, კომპიუტერთან ხდება.

როგორ მოვემზადო ტესტირებისთვის ?

  • პერსონალური მეცადინეობა
  • კერძო მასწავლებლის მონახვა, რომელიც დაგეხმარებათ კონკრეტული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში
  • მოსამზადებელი ცენტრების კურსებზე სიარული

ინტერნეტში უამრავი უფასრო რესურსია რომელიც მეცადინეობაში დაგეხმარებათ.ამ პლატფორმებზე შეგიძლიათ ნახოთ ძალიან კარგი რჩევები და დეტალური ინსტრუქციები იმის შესახებ, თუ როგორ შეასრულოთ ესა თუ ის დავალება, რაზე გაამახვილოთ ყურადღება და როგორ მიიღოთ სასურველი ქულა. ასევე მოცემულია კონსტრუქციები ესეებისა და სალაპარაკო ნაწილისათვის, დამხმარე ვიდეოები და ტესტების ნიმუშები

📚ieltsadvantage.com
📚Ieltsliz.com
📚ieltsbuddy.com
📚takeielts.britishcouncil.org

📚 www.bestmytest.com/toefl/practice-test

გახსოვდეთ, რომ ეს ტესტები ენის გაუმჯობესებისთვის კი არა, კონკრეტული უნარ-ჩვევების შესაფასებლადაა (საუბარი, მოსმენა, წაკითხულის გააზრება და წერა). ტესტების შედეგები მხოლოდ 2 წლის განმავლობაში მოქმედებს.