საფრანგეთში სწავლზე ბევრი ოცნებობს და ფიქრობს რომ სწავლის საფასურის გადახდას ვერ შეძლებს, თუმცა დღევანდელ დღეს შეუძლებელია არაფერია. ჩვენი ვებ გვერდი გთავაზობთ სტიპენდიებს საფრანგეთში სწავლის სხვადასხვა საფეხურზე მსურველთათვის.
საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრანგეთში სტიპენდიით სწავლის რამდენიმე პროგრამა არსებობს.
განათლების საერთაშორისო ცენტრისა და კამპუს ფრანსის ერთობლივი სამაგისტრო სტიპენდიები
პროგრამის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს, შესაძლებლობა მიეცემათ მოიპოვონ სტიპენდია საფრანგეთში მაგისტრის აკადემიური ხარისხის მისაღებად, როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან პროგრამებზე. სტიპენდია გაიცემა სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ ღია კონკურსში გამარჯვების საფუძველზე. გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში შექმნილი საერთაშორისო საკონკურსო კომისია.
კონკურსში გამარჯვებული პირი დამოუკიდებლად აწარმოებს ჩარიცხვის პროცედურებს საფრანგეთში, მისთვის სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში/-ებში პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულების/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე.
,,სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2022-2023’’ -ის ფარგლებში, საკონკურსო განაცხადები მიიღება – 2022 წლის 10 იანვრიდან – 2022 წლის 10 თებერვლის ჩათვლით (18:00 სთ-მდე თბილისის დროით).
ეიფელის ბრწყინავლების სტიპენდია (სამაგისტრო და სადოქტორო)
როგორ წარვადგინოთ კანდიდატურა ეიფელის სტიპენდიაზე?!
პირველი ეტაპი:
– დაუკავშირდით ფრანგული უმაღლესი სასწავლო დაწესებულების საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ეწვიეთ მათ ვებგვერდს, რათა გაეცნოთ განაცხადის გასაკეთებლად საჭირო პროცედურებსა და თარიღებს.
– უნივერსიტეტსა და სკოლას თავად ირჩევთ, საფრანგეთში თქვენი სასწავლო გეგმებიდან გამომდინარე.
– საფრანგეთის ყველა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას უფლება აქვს წარადგინოს კანდიდატურა ეიფელის სტიპენდიაზე.
მეორე ეტაპი:
– სასწავლო დაწესებულება თანხმდება და მხარს უჭერს თქვენს კანდიდატურას ეიფელის სტიპენდიაზე წარსადგენად.
– სასწავლო დაწესებულება ონლაინ წარადგენს თქვენს კანდიდატურას კამპუს ფრანსის სპეციალურ ვებგვერზე.
სტუდენტების მიერ პირდაპირ გადაგზავნილი ან უცხოური სასწავლებლების მიერ წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.
უნივერსიტეტების მიერ კანდიდატთა დოსიეების წარდგენა ხდება სტუდენტების მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე, რომელთა მიღება სასწავლებლებს თავიანთ სასწავლო პროგრამებზე სურთ.