როგორ ვისწავლოთ უფასოდ ამერიკის სკოლებში

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს კულტურული გაცვლითი პროგრამაა, რომელიც საქართველოს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ფილიალის მიერ ხორციელდება და მას მხარს უჭერს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო. პროგრამა ქართველ მონაწილეებს სთავაზობს შესაძლებლობას ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახებში ერთი აკადემიური წლით.

 

ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

FLEX პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად:

-მოსწავლე უნდა იყოს დაბადებული 2005 წლის 1 იანვრიდან – 2007 წლის 15 ივლისის ჩათვლით.

-მონაწილე უნდა იყოს მე-9, მე-10 ან მე-11 კლასელი.

-მოსწავლე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.

-მოსწავლეს ბოლო 5 წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს ნაცხოვრები ა.შ.შ.-ში 90 დღეზე მეტი.

-მოსწავლეს ან/და მის მშობელს არ უნდა ჰქონდეს გაკეთებული განაცხადი ა.შ.შ.-ის საიმიგრაციო ვიზაზე.

-მონაწილემ აპლიკაცია უნდა შეავსოს იმ ქვეყნიდან, რომლის მოქალაქეც არის.

 

შემდეგი კრიტერიუმები შეეხება შშმ მოსწავლეებს:

-მოსწავლე უნდა იყოს დაბადებული 2004 წლის 15 თებერვლიდან – 2007 წლის 15 ივლისის ჩათვლით.

-მონაწილე უნდა იყოს მე-8, მე-9, მე-10, მე-11 ან მე-12 კლასელი.

 

რას უზრუნველყოფს პროგრამა?

-მგზავრობას ამერიკის მიმართულებით და უკან.

-ყოველთვიურ სტიპენდიას.

-განსახლებას ამერიკელ მასპინძელ ოჯახში და ჩარიცხვას ამერიკულ სკოლაში.

-პროგრამის საორიენტაციო აქტივობებს, როგორიცაა წინაგასამგზარვრებელი ორიენტაცია.

-პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ აქტოვებებს ა.შ.შ.-ში.

-კურსდამთავრებულთა მხარდაჭერას.

 

როგორ შეირჩევიან მონაწილეები?

 

-მონაწილეების შერჩევა ხდება სამ ეტაპად:

-1-ლი ეტაპი: პირადი ინფორმაცია და 3 ესე.

-მე-2 ეტაპი: მოკლე (15 წუთიანი) ინგლისურის ტესტი

-მე-3 ეტაპი: მშობლებთან შეხვედრა, ინგლისური ენის ტესტირება, დამატებითი ესეები, აპლიკაცია, გასაუბრება.

 

როგორ მივიღო მონაწილეობა შესარჩევ კონკურსში?

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოთ აპლიკაცია ამ ბმულზე.

აპლიკაციის შევსების ინსტრუქცია იხილეთ ვიდეოში.

 

 

რეგისტრაცია მიმდინარეობს 2021 წლის 13 სექტემბრიდან 2021 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით.

დამატებით ინფორმაცია ფლექსის შესახებ იხილეთ ბმულზე.

Copy link
Powered by Social Snap