
რეიგან-ფასელის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა (REAGAN-FASCELL DEMOCRACY FELLOWS PROGRAM) მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს მეტი გაიგონ დემოკრატიისა და მის გაძლიერებაში საკუთარი წვლილის შესახებ. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დაინტერესებულ ჟურნალისტებს მთელი მსოფლიოდან.
სტიპენდიანტები დაესწრებიან დემოკრატიის განვითარების კვლევის ფორუმს ვაშინგტონში.
პროგრამის ვადები: 1 მარტი-31 ივლისი 2021 ან 1 ოქტომბერი- 28 თებერვალი 2022.
მონაწილეებისთვის აუცილებელია ინგლისური ენის კარგი ცოდნა.
მონაწილეები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას, სამედიცინო დაზღვევის და ავიაბილეთების ხარჯების ანაზღაურებას.
საბუთების შეტანის ბოლო ვადაა: 1 ოქტომბერი, 2020
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.