რისთვის მჭირდება მაგისტრატურა? და როგორ შევარჩიო ის სწორად?

ბევრს ჯერ კიდევ არ ესმის, თუ რატომ არის საჭირო განათლების ორ საფეხურიანი სისტემა.  4 წლიანი ბაკალავრიატი ერთი შეხედვით საკმარისი უნდა იყოს უმაღლესი განათლებისთვის. რა საჭიროა დამატებით 2 წელი მაგისტრატურაში სწავლა ? რატომ და რისთვის გჭირდებათ მაგისტრის ხარისხი ?გთავაზობთ 6 მიზეზს:

მიზეზი #1 ახალი დისციპლინების დაუფლება, რომლებიც არ არსებობდა რამდენიმე წლის წინ

1990-იან და 2000-იან წლებში ძალიან განსხვავებული მოთხოვნები იყო დაწესებული განათლებაზე: მთავარი იყო აგერჩია სპეციალობა შემდეგ გეპოვა სამსახური და გემუშავა ერთ ადგილზე პენსიაზე გასვლამდე. დღევანდელ დღეს შეიცვალა ადამიანების პრიორიტეტები და თავად შრომის ბაზარიც – ყოველწლიურად ჩნდება დასაქმების ახალი სფეროები.

თუ ბაკალავრიატი რჩება, როგორც ტრადიციული, მაშინ სამაგისტრო პროგრამები უფრო მეტად შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს. ბევრ უნივერსიტეტში ჩნდება ახალი სპეციალობები, რომლებიც ცოტა ხნის წინ არ არსებობდა – მეცნიერება და ხელოვნება, მსუბუქი დიზაინი, სამეცნიერო კომუნიკაცია, ინფოქიმია, ურბანული კვლევები, ბიოინფორმატიკა და სისტემების ბიოლოგია. მაგალითად, მეცნიერების ხელოვნების სპეციალისტები ექსპერიმენტებს ატარებენ არა მხოლოდ ხელოვნებასთან, არამედ მეცნიერებასთან და ტექნოლოგიასთან: რას წარმოადგენს ედუარდო კაზი და მისი ფლუორესცული კურდღელი და სტელარკი და მისი ბიოპოლიმერული ყური ჩასმული კანის ქვეშ (ეს არის ისე, რომ სხვებმა გაიგონ, რას ისმენს ).

თანამედროვე პროფესიონალმა უნდა იცოდეს ციფრული სამყაროს განვითარების კანონები და პრინციპები, შეძლოს გამოიყენოს ციფრული ინსტრუმენტები ექსპერტულ დონეზე, გააცნობიეროს მათი შესაძლებლობები, შეზღუდვები. ის უნდა იყოს მზად გუნდური მუშაობისთვის არამარტო ხალხთან, არამედ მანქანებთან და ალგორითმებთან.

მიზეზეი #2 სპეციალობის შეცვლა

საქართველოში ტრადიციულად სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში იმავე წელს აბარებენ. 16-17 წლის მოსწავლეების მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს წარმოდგენა რისი გაკეთება უნდა მომავალში. საქართველოში არ არსებობს ე.წ. შესვენების წელი gap year. (ერთ წლიანი შესვენება სკოლასა და უნივერსიტეტს შორის ) რომელიც იძლევა მეტი დაფიქრების  და მომავალი პროფესიის გაცნობირებული არჩევანის შესაძლებლობას.

გარდა ამისა შესაძლოა თქვენი წარმოდგენა არჩეულ პროფესიაზე და რეალობა განსხვავებული აღმოჩნდეს. 2017 წლის კვლევის თანახმად, სტუდენტთა მხოლოდ 52% -ს სურდა სპეციალობით მუშაობა (მაშინ, როდესაც რეალურად მუშაობდა 33%). ადრე, ამ პრობლემის გადასაჭრელად სამი გზა არსებობდა: ერთი უნივერსიტეტის დატოვება და სხვაში გადასვლა; უნივერსიტეტის დასრულება დიპლომის მისაღებად, შემდეგ კი  მეორე უმაღლესი განათლების მიღება; მუშაობის დაწყება და ამავე დროს მოკლე კურსების დახმარებით სპეციალიზაცია. სამივე გზა დროს მოითხოვს (და ხშირად ბევრ ფულს).

ამ დროს მაგისტრის ხარისხი შეიძლება იყოს გამოსავალი. პირველ რიგში მიიღებთ სიღრმისეულ ცოდნას კონკრეტული მიმართულებით. ამასთან შეძლებთ მუშაობის და სწავლის შეთავსებას. რადგან მაგისტრატურის ლექციები როგორც წესი საღამო საათებშია.

მიზეზ #3  კარიერული წინსვლა

 

არსებობს პროფესიები, სადაც დიპლომის ქონას პრინციპული მნიშვნელობა აქვს – ადამიანის განათლება უნდა შეესაბამებოდეს დაკავებულ თანამდებობას. ეს მოიცავს ბევრ ტექნიკურ პროფესიას, ფინანსებს, მედიცინასა და მეცნიერებას. გარდა ამისა, მსხვილი (და კიდევ უფრო მეტად საერთაშორისო) კომპანიები აფასებენ განმცხადებლებს გასაუბრებამდეც: სამაგისტრო პროგრამა უფრო ვიწრო სპეციალიზაციით და სამეცნიერო გამოცდილებით, შესაძლოა, უფრო საინტერესო კანდიდატად გამოიყურებოდეს, ვიდრე მხოლოდ ბაკალავრი.

პრაქტიკული უნარ-ჩვევები ასევე დიდი პლიუსია დასაქმების დროს. მათი გამომუშავება შესაძლებელია პრაქტიკოსებთან ერთად, რის გამოცდილებასაც გაძლევს სამაგისტრო პროგრამები. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამა სწორად შეარჩიოთ.

როგორ ავრჩიო მაგისტრატურა?

 

  • პირველ რიგში, პროფესიულ საზოგადიებაში ჩართვის შესაძლებლობა მნიშვნელოვანია. კარგია, თუ სამაგისტრო პროგრამა გულისხმობს კონფერენციებში, სემინარებში და პროფესიულ ფორუმებში მონაწილეობის მიღებას და არა მხოლოდ დიპლომის მიღებას.
  • ყურადღება უნდა მიაქციოთ პროფესორ მასწავლებლების – განათლებას, კომპეტენციებს, უცხო უნივერსიტეტებში მუშაობის გამოცდილებას.
  • ცუდი არ არის, თუ უნივერსიტეტს აქვს ხელშეკრულებები დამსაქმებლებთან და რის შედეგადაც გაივლით პრაქტიკებს  დიდ კომპანიებში.

მიზეზი #4  სიახლის სწავლა – ის, რაც ჯერ არ სწავლებიათ, როდესაც სტუდენტი იყავით

მაგისტრატურაში ხშირად ზრდასრული ადამიანები აბარებენ – ისინი, ვინც უნივერსიტეტი (ბაკალავრიატი) წლების წინ დაამთავრდა. ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. თეორიულად მათ, პროფესიული ცოდნის ხარვეზების შევსება მოკლევადიანი, სპეციალიზირებული კურსებითაც შეუძლიათ. მაგრამ მაგისტრატურა უფრო ღრმა ცოდნას გაძლევს. გარდა ამისა კურსები ფასიანია, ხოლო მაგისტრატურაში სწავლა უფასოდაც შეგიძლიათ როგორც საქართველოში ასევე უცხოეთის სამაგისტრო პროგრამებზე (სტიპენიებს მუდმივად ავრცელებს stipendia.ge)

სწავლის გაგრძელება საჭიროა არა მხოლოდ ხარვეზების გამოსასწორებლად არამედ, აქტუალური კომპეტენციების დაუფლების მიზნითაც. საკმაოდ ტრენდულია უწყვეტი განათლება – როდესაც ადამიანი მუდმივად ანვითარებს და ითვისებს ახალ უნარებს. რაც საშუალებას აძლევს მას შეინარჩუნოს პროფესიული ფორმა და დარჩეს მოთხოვნადი შრომის ბაზარზე.

მიზეზი # 5  გზა მეცნიერებისკენ

 

თუ გსურთ სამეცნიერო კარიერა, უმჯობესია აირჩიოთ უნივერსიტეტი, რომელსაც ეროვნული სამეცნიერო უნივერსიტეტის სტატუსი აქვს.  და პროგრამა, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაუყოვნებლივ დაიწყოთ თქვენი  მეცნიერული გზა. (მაგ, პირველივე სემესტრიდან ლაბორატორიაში ექსპერიმენტების ჩასატარება).

გარდა ამისა, მაგისტრის ხარისხი სჭირდება ყველას, ვინც გეგმავს გააგრძელოს კარიერა უნივერსიტეტში.  ასევე მათთვის, ვინც გეგმავს დოქტურანტურაში (PHD) ჩაბარებას. ბაკალავრის დიპლომით ეს შეუძლებელია.

იზეზი #6  ახალი გამოცდილება ცხოვრებაში

ყველა აბიტურიენტი ვერ ახერხებს პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩაბარებას და, მით უმეტეს, დიდ ქალაქში საცხოვრებლად გადასვლას. მაგისტრის ხარისხი შეიძლება გახდეს მეორე შანსი, განსაკუთრებით იმის გამო, რომ უნივერსიტეტის შეცვლის პრაქტიკა მისასალმებელია აკადემიურ წრეებში. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ უმაღლესი სტატუსის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულება (ან, უბრალოდ, სასურველი პროფილისთან ყველაზე ახლოს) და შეიძინოთ სრულიად ახალი გამოცდილება ახალ გარემოში.

ამასთან, მაგისტრის ხარისხი უცხოეთში წასვლის შანსია. სტატისტიკის თანახმად, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა 6% ოცნებობს საზღვარგარეთ დასაქმებაზე. ეს არის შესაძლებლობა, სხვა კულტურასთან დაახლოვდე და გახდე საერთაშორისო სპეციალისტთა გუნდის ნაწილი. შეგიძლიათ სტაჟირების გავლა, სამაგისტრო სტიპენდიის მოგება. ასეთი გამოცდილება შეიძლება გახდეს პირველი აგური, სხვა ქვეყანაში კარიერის შექმნის და ასევე გაიზარდოს თქვენი ღირებულება როგორც კადრის, ადგილობრივ შრომის ბაზარზეც.

წყარო: meduza