საქსონიის მედიაგანათლების ფონდი (Sächsische Stiftung für Medienausbildung – SSM) წელს კვლავ აწყობს სემინარს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ჟურნალისტებისათვის.
სემინარი ჩატარდება 2023 წლის 16-27 ოქტომბერს ლაიფციგში და მონაწილეებს მისცემს საშუალებას, გაეცნონ ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდვითი და ონლაინ მედიის სტრუქტურებსა და მუშაობას გერმანიის დუალურ მედიასისტემაში. გარდა პროფესიული თემებისა სემინარზე დიდი ყურადღება მიექცევა კულტურულ ურთიერთგაცვლას.
განაცხადების გაგზავნა შეუძლიათ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმ ჟურნალისტებს, რომელთა ასაკიც განაცხადების შეტანის ბოლო ვადისთვის არ აღემატება 40 წელს. სემინარში მონაწილეობის წინაპირობებს წარმოადგენს მედია-საშუალებებში მუშაობის გამოცდილება და გერმანული ენის კარგი ცოდნა. ფონდი იხდის მგზავრობის, კვებისა და ბინის ფულს.
დაწვრილებითი ინფორმაცია სემინარში მონაწილეობის პირობების შესახებ იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდზე: www.ssm-seminar.de
სემინარის პროგრამას ნახავთ შემდეგ ვებ-გვერდზე: http://ssm-seminar.de/index.php/seminar/programm
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 22 სექტემბერი.