ორ კვირიანი საზაფხულო პროგრამა აიოვას უნივერსტეტში

ამერიკის საელჩომ საქართველოში გამოაცხადა მწერალთა საერთაშორისო პროგრამა „სტრიქონებს შორის“. გამარჯვებულები 40 საერთაშორისო და 10 ამერიკელ მონაწილესთან ერთად აიოვას უნივერსიტეტის ორკვირიან საზაფხულო პროგრამას გაივლიან.

 

მონაწილე 2021 წლის 10 ივლისისთვის უნდა იყოს 15-დან 18 წლამდე.  პროგრამას აფინანსებს სახელმწიფო დეპარტამენტი.

 

განაცხადის შევსების ბოლო ვადაა: 9 მარტი, 2021 წელი

 

პროგრამა ტარდება ინგლისურ ენაზე და მოიცავს შემოქმედებითი წერის სემინარებს, მსოფლიო ლიტერატურის სემინარებს, ლიტერატურულ საკითხავებსა და შეხვედრებს ავტორებთან. ვირტუალური პროგრამა უფასოა ყველა შერჩეული მონაწილისთვის.

 

წელს პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ავღანეთის, ალჟირის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ჩინეთის, ეგვიპტის, საქართველოს, ინდოეთის, ერაყის, იორდანიის, ყაზახეთის, ლიბანის, მონღოლეთის, მაროკოს, პაკისტანის, პოლონეთის, შრი ლანკა, რუსეთის ფედერაცია, ტაჯიკეთი, ტუნისი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და უკრაინის მოქალაქეებს.

 

დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე