ონლაინ ტრენინგი სტუდენტებისთვის: ბიზნესი და ადამიანის უფლებები

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (UN OHCHR in South Caucasus)) აცხადებს სტუდენტების შესარჩევ კონკურსს ონლაინ ტრენინგზე “ბიზნესი და ადამიანის უფლებები”, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის 29 ივნისი – 3 ივლისს (5 დღე).
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან სახელმწიფოს და ბიზნეს სექტორის ვალდებულებებს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ბიზნესის და ადამიანის უფლებების შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად; აგრეთვე კოვიდ-19 ვირუსთან ბრძოლისას ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით სახელმწიფოსა და ბიზნესის ვალდებულებებს. ტრენინგის ბოლო დღეს დაეთმობა პრაქტიკულ სიმულაციას. ონლაინ ტრენინგი ჩატარდება ქართულ ენაზე.
ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
– უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის სკოლის, მართვის ან/და ბიზნესის (ადმინისტრირების) სკოლის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს;
– სამართლის, მართვის ან/და ბიზნესს სპეციალობის მაგისტრანტებს.
კანდიდატების მიერ ინგლისური ენის ცოდნა სასურველია.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სრულყოფილი CV და მოტივაციის წერილი ქართულ ამ ინგლისურ ენაზე (არაუმეტეს 250 სიტყვა) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tbekauri@ohchr.org
განაცხადები მიიღება 2020 წლის 22 ივნისამდე.