ონლაინ მედიის უფასო მასტერკლასი

ეს კურსი მათთვისაა, ვინც ბეჭდვით ან მაუწყებლობით მედიაში მუშაობს და ონლაინ ჟურნალისტიკის პრინციპების ათვისება ესაჭიროება. კურსში მონაწილეობის მიღება ასევე შეუძლიათ ონლაინ მედიაში მომუშავე ჟურნალისტებს, ვინაიდან ეს კურსი მათი კვალიფიკაციის ამაღლებას უზრუნველყოფს; გარდა ამისა, ისინი უკეთ გაეცნობიან ონლაინ სიუჟეტების შემქნის პრინციპებს და საუკეთესო პრაქტიკას.

 

კურსის მიზანია მიაწოდოს მონაწილეებს ეტაპობრივი რეკომენდაციები პრაქტიკული ონლაინ მედია-უნარების, სიუჟეტის ფორმატების და შემოქმედებით ინსტრუმენტების ასათვისებლად, რაც მათ ონლაინ სიუჟეტების შექმნაში დაეხმარება.

 

კურსი თავისუფალი გრაფიკით ტარდება და რამდენიმე მოდულისგან შედგება.
 

დახურვის თარიღი: დეკემბერი 31, 2021
 

რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე